“თელავი ღვინის მსოფლიო დედაქალაქი იქნება, ჩვენი განაცხადი მიღებულია, გილოცავთ”-მამუკა ხაზარაძე
დღეს თელავში "ლელომ" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მიტინგი გამართა, სადაც პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე, გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და პარტიის ლიდერები თელავის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრის მსვლელობისას მოსახლეობას თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ტალახაძე წარუდგინეს. თელავში “ლელოს” წინასაარჩევნო მიტინგზე პარტიის თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში უნდა ამოძრავდეს ყველა ის მიმართულება, რაც საქართველოს გააჩნია. ხაზარაძის განცხადებით, ლელოს “ახალი მარშალის გეგმის” მიხედვით, თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, ხოლო ამ მიმართულებით პარტია უკვე მუშაობს და სამი დღის წინ, საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან მიიღეს პასუხი, რომ მათი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო.“არ შეიძლება, გაჩერებული ქვეყანა ავიტანოთ, უნდა ავამოქმედოთ მისი პოტენციალი - ინტელექტუალური ძალა და მშრომელი ადამიანი. არ შეიძლება ეს ბარაქიანი მხარე იყოს პასიური და გლეხი ფიქრობდეს, როგორ გაყიდოს თავისი მომავალი კაპიკებად. ის დუხჭირი ქვეყანა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” მოუტანა ჩვენს ქვეყანას უნდა შევცვალოთ. უმუშევრობა და სიღატაკე - ეს არის შიდ ომი და სწორედ ამ ომში გავიმარჯვებთ ქართველი ხალხი “ლელოსთან” ერთად. პარტიამ შეიმუშავა ისეთი პროგრამა, რომელიც აამოქმედებს მთლიან საქართველოს, სრულ რეკონსტრუქციას ჩაუტარებს და ნამდვილად განავითარებს მას. ჩვენი “მარშალის გეგმის” მიხედვით კი თელავი ღვინის მეთერთმეტე დედაქალაქად უნდა დარეგისტრირდეს, როგორც ღვინის სამშობლო. ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ და სამი დღის წინ მივიღეთ საკმაოდ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციიდან პასუხი, რომ ჩვენი განაცხადი ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებულია და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ჩვენ თელავს გამოვაჩენთ საერთაშორისო რუკაზე,”-განაცხადა ხაზარაძემ. მიტინგის მსვლელობისას პარტიის გენერალურმა მდივანმა ბადრო ჯაფარიძემ მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობასა და სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდა. “გვიახლოვდება არჩევნები - დღე, როდესაც ჩვენი ქვეყნის ვარდნა უნდა შევაჩეროთ. ამ დღიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ ცვლილებები და ნამდვილი აღმშენებლობა. ამ დღიდან უნდა დავამკვიდროთ ახალი სტანდარტები პოლიტიკაში, რომ მოვიდნენ პატრიოტი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანები, რომელებიც დაიწყებენ და შეინარჩუნებენ ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამიტომ, 31 ოქტომბერს ხმა უნდა მივცეთ ჩვენი ქვეყნის და შვილების მომავალს. “ლელო” თავისი გუნდით, ადამიანებით, ნამდვილად პროფესიონალები არიან, მზადაა, ქვეყნის და ხალხის სამსახურში ჩადგეს,”-განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ. თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტალახაძემ თავისი ოლქის მაცხოვრებლებს სიტყვით მიმართა და მათ მიტინგზე მოსვლისთვის მადლობა გადაუხადა. რაც შეეხება “ლელოში” მის გაწევრიანებას, ტალახაძის თქმით, გუნდთან მისი იდეოლოგია საერთოა და პარტიასთან ერთად რეგიონში სასიკეთო ცვლილებებისთვის იბრძოლებს. “ლელო” არის პოლიტიკური ძალა, სადაც გაერთიანებულია პატიოსანი და მაღალკვალიფიციური ადამიანები. მათთან ჩემი იდეოლოგიის თანხვედრის გამო შევუერთდი გუნდს. ვთვლი, რომ ჩემი არჩევანი არის სწორი. ამ დროის განმავლობაში, სანამ ბიზნესში ვიყავი, მეგონა, საქვეყნო საქმეს ვაკეთებდი, თუმცა “ქართულმა ოცნებამ” 8 წელი გააჩერა ქვეყანა და მე მინდა, ეს “ლელოსთან ერთად შეცვალო”-განაცხადა ტალახაძემ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
მთავარი სიახლე
ბიზნესი
დღის ამბები
19:07
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
19:01
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
19:00
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
18:48
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
18:33
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
18:29
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
18:20
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
18:15
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
17:30
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
17:27
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
17:17
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
16:59
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
16:46
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
16:43
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
16:34
ჟურნალისტი არ არის ის პირი, ვისაც ყველგან შეუძლია შესვლა და ყველა კითხვის დასმა - მაჭარაშვილი
16:30
"შავი სექტემბერი გველოდება!.. 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი" – გიორგი ჩალაძე
16:13
გლდანის ა მიკრორაიონის N4 კორპუსის მიმდებარედ სკვერის რეაბილიტაცია იწყება
16:00
"რომელი ვაქცინა ჯობს?“ - რას აცხადებს გიორგი ფხაკაძე
15:57
"უმეტესი გოგო ამბობს, ექიმმა მითხრა, თუ შვილი გინდა, დაიცადეო და მაინტერესებს, რას აცდევინებთ, - სიკვდილს?“ - სალომე გოგიაშვილი
15:56
წავკისში ხანძარია
პოპულარული
დღე - კვირა






