ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ე.წ კარტოგრაფების საქმეზე აკეთებს კომენტარს.
იგი აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს უსმინა და გაუჩნდა შთაბეჭდილება, რომ ის გულწრფელია. მისივე თქმით, როგორც მოქალაქეს ამ საქმეზე ბევრი კითხვა აქვს და არ იცის, რა "საფუძვლები" აქვს ამ საქმეზე სასულიერო პირ კირიონს.
მიტროპოლიტმა აღნიშნა ისიც, რომ გული დაწყდება, თუ დაკავებულებს მხოლოდ ამ ბრალდებით მისცემენ პასუხისგებაში და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს.
"ერთადერთი, რაც მე, ერთ ადამიანს, ერთ მოქალაქეს მიჩნდება, ძალიან ბევრი კითხვაა. მე არ ვიცი, მამა კირიონს რა მოტივები აქვს, რა საფუძვლები აქვს. მე ყურადღებით ვუსმინე და გულწრფელი კაცის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მისი ეს საუბარი და ის ამბავი, რასაც ჰყვება, ეს არის უფრო ემოციური მხარე და მაინც რამდენად... თუ ადამიანები მხოლოდ, აი, ამ ბრალდებით უნდა იქნენ პასუხისგებაში მიცემული და სხვა მტკიცებულებები არ არსებობს, მე ძალიან გული დამწყდება",- გააცხადა მიტროპოლიტმა.
მასალის გამოყენების პირობები






