მთწამინდა-კრწანისის ოლქში ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ბექა ოდიშარია საიას იურისტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორს, ვახუშტი მენაბდეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტზე პასუხობს.
"ვახუშტ ტელ გინდა?! თუ ამდენს ვერ ქაჩავ.. მომწერე პასუხიბ და არ მომწერის".- წერს დეპუტატი კომენტარში.
ვახუშტი მენაბდემ , გუშნ, 10 ოქტომბერს ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ მელიქიშვილის ქუჩაზე, ტროტუარზე პარლამენტის საშვის მქონე მანქანა იყო გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ მანქანა, დეპუტატ ბექა ოდიშარიას ეკუთვნის.
"ყველა თანასწორია მაგრამ ზოგი უფრო თანასწორი. ეს საქართველოს პარლამენტის საშვია. ავტომობილმა რომელზეც ისაა გაცემული მელიქიშვილის ბოლოში ტროტუარზე მოიკალათა. იქვე მეორე ავტომობილია ელიტური ნომრებით. ფეხით სავალი სრულად აქვს გადაკეტილი.
ამის გამო საჯარო სამსახურიდან უნდა ათავისუფლებდნენ.".- დაწერა იურისტმა.


მასალის გამოყენების პირობები






