გამოძიების ნაცვლად, ხელისუფლება მსხვერპლს ადანაშაულებს - გრიგოლ გეგელია
პოლიტიკა - 23:09, 10 Oct, 2020     998

“ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გრიგოლ გეგელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი კახიანის განცხადებას ეხმაურება. უმრავლესობის განცხადებით, „ლელოს“ აქტივისტმა პირად Facebook-ზე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც „ქართული ოცნების“ დეპუტატს სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით ემუქრება. გეგელია მათ განცხადებას კომიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ “ქართული ოცნების”ლიდერების ბრალდებები სამარცხვინოა. "ლელოს აქტივისტის, რაშად მუსაევის მიმართ უმრავლესობის მიერ დასახელებული ბრალდებები, რომ თურმე იგი “ქართული ოცნების” წევრებს ფიზიკური ხელყოფით ემუქრებოდა, არის კომიკური. "ლელოს" არაერთი წევრის მსგავსად, რაშად მუსაევი თვითონ არის მუქარის, დაშინების და ზეწოლის მსხვერპლი “ქართული ოცნების” პოლიტიკოსების და აქტივისტების მხრიდან. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ რაშად მუსაევზე სისტემატიურად ხორციელდებოდა მოსყიდვის, გადაბირების და პატიმრობით დაშინების მცდელობები,”-აცხადებს გეგელია. “ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ ავლენს პოლიტიკურ უსუსურობასა და ორმაგ სტანდარტს. “მაშინ, როდესაც ოცნების პარტაქტივი მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ჩართული ოპოზიციონერი აქტივისტების დაშინებასა და დევნაში, ხელისუფლება თავის ე.წ. გამოძიებას იწყებს შუაში მუქარის და ძალადობის მსხვერპლთა დადანაშაულებით, ნაცვლად გამოძიების სათავეში დაწყებისა ლ, სადაც თვითონ ქართული ოცნება და მისი მოძალადე ამფსონები იმყოფებიან. ეს აბსურდული სიტუაცია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ეს ხელისუფლება სულს ღაფავს. ლელოს "მარშალის გეგმით" და მზარდი ორნიშნა რეიტინგით დაშინებული ხელისუფლება ჩვენი კეთილსინდისიერი, პატრიოტი თანაგუნდელების დევნის გარდა აღარაფერი დარჩენია. საბედნიეროდ, ჩვენ ამ უგუნურ ხელისუფლებას რამდენიმე კვირაში დავასრულებთ და ქვეყნის სწრაფ განვითარებას შევუდგებით,” - განაცხადა გეგელიამ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42