"ოცნების" მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ბუნებაც აღმოჩნდა
პოლიტიკა - 21:26, 10 Oct, 2020     1653

"ოცნების" მხირდან ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდა ბუნებაც. მაშინ, როცა ბიძინა ივანიშივლის დენდროლგიური პარკით იწონებს თავს, მისი პირადი გარემოცვა საქართველოს უნიკალური ბუნების განადგურებითაა დაკავებული.

ველური კაკლის ტყე ჭიაურაში, რომელიც ივანიშვილის მეგობარზეა გაფორმებული, დღეს თითქმის აღარ არსებობს. ამ ტყის მოვლა პატრონობაზე პასუხიმსგებელი სწორედ ოლიგაქრის პირადი დენდროლოგია. თემურ ტყემალაძე ამტკიცებს, რომ დანაშაულის შესახებ იცის, შესაბამის უწყებებსაც აცნობა, მაგრამ ბრაკონიერებს მაინც არავინ სჯის.

ალაზნის ჭალის ტყე კატასტროფის ზღვარზეა. ჭიაურის უნიკალური ტყე, უფრო სწორად უნიკალური იყო, რადგან უკვე მოჭრილია ასობით და ათასობით ასწლოვანი ქართული კაკალი და მუხა. ჭრიან უკანონოდ, რადგან ჭიაურის ტყეში ხის ჭრა საერთოდ აკრძალულია.

ჭრიან მხოლოდ გამორჩეულ, ასწლოვან ხეებს და მიაქვთ მხოლოდ საუკეთესო ნაწილები. ის, რაც უძვირესი მასალის დასამზადებლად არ გამოდგება, ადგილზე ტოვებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ყველაფერს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მფარველობენ, რადგან ხშირად ტყეში შესულ მოქალაქეებს, რომლებსაც ხის ტოტები გამოაქვთ, მხოლოდ იმიტომ აჯარიმებენ, რომ მოჭრილი კაკლისა და მუხის წვრილი ტოტები ურიკით სახლში გასათბობად მიაქვთ.

ვინ, რატომ და ვისი ნებართვით ჭრის ასწლოვან ხეებს იქ, სადაც ხის მოჭრისთვის ნებართვა არ გაიცემა, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად "მთავარი არხი" ლაგოდეხის მერიაში მივიდა. ცნობილი მერი ჯონდო მდივნიშვილი "მთავარის" კამერას დაემალა, მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს უპასუხა, პრესსამსახურმა კი გვითხრა, რომ ამ თემაზე მერს საუბარი არ სურდა და კითხვებით უმჯობესიყო გარემოსდაცვის სამინისტროს მიგვემართა.

დავრეკეთ გარემოს დაცვის სამინისტროში, სხვადასხვა დეპარტამენტის თანმშრომლები ერთმანეთთან გვამისამართბდნენ, საბოლოოდ გაირკვა, რომ ტყეში ხის ჭრაზე პასუხისმგებელი გარემოს ზედამხედველობის
სამსახურია, დაგვპირდნენ, რომ ჩვენს კითხვეს სამინიტროს წარმომადგენელი უპასუხებდა, თუმცა საბოლოოდ, "მთავარი არხის" კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვეს.

ამიტომ კითხვებზე საპასუხოდ დავუკავშირდით მას ვისაც ეკუთვნის უნიკალური ჭიაურის ტყე. თემურ ტყემალაძე წლებია ჭალის ტყის მფლობელია, ამას ადასტურებს საჭარო რეესტირს ამონაწერი, რომლის თანახმადაც შპს "ფაუნას" 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული არაერთი პროექტის ავტორი თემურ ტყემალაძეა. ის რომ ტყეში მძიმე მდგომარეობაა, ამას თავადაც ადასტურებს და ამბობს, რომ წლებია ხელისუფლებასთან ამაზე საუბრობს, თუმცა ამ დრომდე პრობლემა ვერ მოგვარდა, რადგან აღსრულებისა და კონტროლის მექანიზიმი კარგად არ მუშაობს.

ტყის მეპატრონე ადასტურებს, რომ უკანონო ხის ჭრას ვიღაც მფარველობს, თუმცა ამის დაკონკრეტება არ სურს, თემურ ტყემალაძე გვიმტკიცებს, რომ ის წლებია ცდილობს, უნიკალური ხეების ჭრას შეეწინააღმდეგოს, თუმცა როგორც ამბობს მხოლოდ ერთი კერძო პირს ამის რესურსი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით იცის ხელისუფლებამაც. ტყემალაძე პასუხისმგებლობას აკისსრებს ხალხს, ადგილობრივ ხელისუფებას და ნაწილობრივ საკუთარ პასუხისმგებლობაზეც საუბრობს.

"ოცნებისგან" განსხვავებით, ალაზნის ჭალების ფასი იცის მსოფლიომ, 2008 წელს მსოფლიო ბუნების დაცვის ფონდმა ტყის დაზიანებული ტერიტორიიის აღდგენაზე დახარჯა მილიონ ნახევარი ევრო, შემოიღობა ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაირგო 0, 5 მილიონი ნერგი. თუმცა ახლა არათუ ნერგებს გაზრდაზე ზრუნავს ვინმე, საუკუნოვან ხეებსაც ჭრიან.

ათბით მეტრი სიმაღლის კაკლის ხეებს მხოლოდ იმიტომ ჭრიან, რომ დაახლოებით ერთი მეტრის ხის გული გამოჭრან და თოფის კონდახი დაამზადონ. ვინ ჭრის და სად მიდის მასლაა ადგილობრივებმა არ იციან. შექმნილ მდგომარეობას გენოციდს ადარებენ, რადგან საფრთხის წინაშე დადგა უნიკალური ფაუნაც. წლების წინ ტყეში კაკალი და სხვა ხილი იმიტომ გაშენდა, რომ იშვიათი ჯიშის ცხოველებსა და ფრინველებს საკვები ჰქონოდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ უნიკალური ჯიშები გადაშენების ზღვარზეა.

ოპოზიცია მთელ პასუხისმგებლბას ხელისუფლებასა და ტყის კერძო მეპატრონეს აკისრებს, რომელთაც ისტორიული ტყის გადასარჩენად ამ დრომდე ვერ შეძლეს საგანგებო ზომების მიღება.

პასუხისმგებლობას გაურბის ყველა, განსაკუთრებით ხელისუფლება, ამ დროს კი ყოველ ღამე ჭრიან ასწლოვან ხეებს, ისე რომ პასუხს იშვიათად ფორმალურად ან ხშირად კი საერთოდ არავინ აგებს.

წყარო: მთავარი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42