„შეიძლება კიდევ რამე მოახერხონ არჩევნებამდე, ძალიან მეშინია, მეშინია მისი ჯანმრთელობის გამოც. ძალიან გთხოვთ მხარში დამიდექით, მადლობას გიხდით და ღმერთმა დაგლოცოთ, - მიმართა მან აქციის მონაწილეებს.
დაკავებულის ცოლი ამბობს რომ უწმინდესმა იცის რომ მისი ქმარი "წესიერი კაცია"
"ჩემს მეუღლეს ჰქონია შეხვედრა პატრიარქთან, რომელმაც ჯვარი აჩუქა და მან იცოდა, რომ ის იყო წესიერი და კარგი ადამიანი, ეჭვი მეპარება ეს მისგან მოდიოდეს.
მაგრამ არიან ზოგიერთნი, რომლებიც ან დილეტანტობის გამო კარგად ვერ ერკვევიან, არ არიან სპეციალისტები და ნახეს არასრულფასოვანი რუკა და ახლა ამ რუკაზეა საუბარი ან მეორე მეორე, უფრო უარესი, რომელიც არ მინდა რომ ვიფიქრო, მაგრამ შეიძლება ეს ვიღაცის დავალებების გამოა და თუ ეს ასეა, მე მგონი, ჩემზე უკეთ იციან სასულიერო პირებმა რომ უდიდესი ცოდვაა, როდესაც ცილს სწამებ ადამიანებს და მათ საშინელი სასჯელი ელოდებათ აქაც და იმ სამყაროშიც. მე მოვუწოდებ რომ გონზე მოვიდეს ყველა, ნუ განაგრძობენ ამ ცილისწამებას და გაარკვიონ სიმართლე.
თუ მათ მართლა უნდათ ამ საქმის გამოძიება, დასვან იმ კომისიის წევრები და დასვან მეორე მხარეს ესენი და მოხდეს გარჩევა, არის იქ შეცდომა თუ არა, რადგან ვიცი რომ დანაშაული იქ არ იქნება.
ან არის დილეტანტიზმი და რაღაცას კარგად ვერ იგებენ, ამ ამ შემთხვევაში აუხსნიან და ისინი შეცვლიან გადაწყვეტილებას. გააკეთონ ხალხის დასანახად, საჯაროდ და დავინახავთ არის იქ შეცდომა თუ არა, ის კომისიაა მართალი თუ ეს", - განაცხადა თამარ სულაძემ აქციაზე.
მასალის გამოყენების პირობები






