აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი მმართველმა გუნდმა დააკავა, რათა თავის პოლიტიკური მიზნებს მიაღწიოს.
მოძრაობის წევრი, ნოდარ რუხაძეამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტპატიმრების რაოდენობა იზრდება და აქციის მთავარი მიზანი სწორედ, სოლიდარობის გამოცხადებაა.
რუხაძის თქმითვე, მსგავსი ქმედებებით ქართული ოცნება ქვეყნის ინტერესებს საფრთხის ქვეშ აყენებს.
"ამ აქციის მთავარი მიზანი არის ის, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ, რეალურად ბიძინა ივანიშვილის პოლიტპატიმრებს. პოლიტპატიმრების სია ქვეყანაში გაიზარდა, ახლა გიორგი რურუასთან ერთად პოლიტიკური პატიმრები არიან ქალბატონი ნატალია და ბატონი ივერი. ყველაზე სახიფათო ამაში არის ის, რომ ქართული ოცნება რეალურად ქვეყნის ინტერესებს აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ და ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ ისრები გადაიტანონ რუსეთიდან. რომ ჩვენ რუსეთს აღარ დავუძახოთ ოკუპანტი, რომ ჩვენ აზერბაიჯანი გვეგონოს, თურქეთთან ერთად, ჩვენი ქვეყნის მიწების მიმტაცებელი. ეს არის ქართული ოცნების ფარსი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება",-აცხადებს რუხაძე.
შეგახსენებთ,რომ 8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მასალის გამოყენების პირობები






