ყველა უყურებს ერთ კაცს, იმ ერთ კაცს კი ეზარება და ძულს საქმის გაკეთება და არის ასე ქვეყანა გაჩერებული ჭაობში - გიგი უგულავა
პოლიტიკა - 18:14, 10 Oct, 2020     971
ევროპული საქართველოს ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ზუგდიდის მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

ადგილობრივების თქმით, მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ადგილობრივი ხელისუფლებისგან მუდმივი უყურადღებობაა.

გიგი უგულავას თქმით, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად არ არის გამართული მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც მოსახლეობას უზღუდავს შესაძლებლობას, რომ ქალაქის ცენტრში გადაადგილდნენ გვიანობამდე. უგულავამ აღნიშნა, რომ საჭიროა მედიათეკების ფუნქციონირება ქალაქში, რათა ახალგაზრდებს ჰქონდეთ ინფორმაციისა და განათლების მიღების საშუალება.

გიგი უგულავას თქმით, საჭიროა რომ ზუგდიდს ჰქონდეს რეალური თვითმმართველობა, რათა მოსახლეობამ თვითონ განსაზღვროს თუ რა არის მათთვის პრიორიტეტული.

„საჭიროა ამ ქალაქში შემოვიტანოთ მუნიციპალური ველოსიპედები, სკუტერები და ამავე დროს ვიფიქროთ ტრანსპორტის ისე ორგანიზებაზე, რომ ახლომდებარე სოფლებს შეეძლოთ გვიანობამდე დაკავშირება ქალაქთან.

ასევე მნიშვნელოვანი საკითხია მედიათეკები, რომელბმაც თბილისში გაამართლა, როდესაც ჩვენ ავაშენეთ 3 მედიათეკა, ხოლო ამ მთავრობამ ეს პროექტი გააჩერა. ეს არის უნიკალური თავშეყრის ადგილი ახალგაზრდებისა და მოხუცებისათვის, ინფორმაციისა და განათლების მიღების კარგი საშუალება. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ზუგდიდში აშენდეს 3 მედიათეკა.

ამავე დროს, ზუგდიდს უნდა დაუბრუნდეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი და შესაბამისად, ის უნდა გახდეს ოფიციალურად რეგიონის ცენტრი. ამავდროულად, აუცილებელია, რომ ბიუჯეტიდან პირდაპირ, ავტომატურად, ადგილზე დარჩეს ფული, რათა ადგილობრივი ხელისუფლება არ იყოს დამოკიდებული ცენტრალურზე, არამედ იყოს დამოკიდებული ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე და იყოს მორგებული მათ საჭიროებებზე.

ამ ყველაფერს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რადგან დღეს ყველაფერი არის საპირისპიროდ აწყობილი, ყველა უყურებს ერთ კაცს, იმ ერთ კაცს კი ეზარება და ძულს საქმის გაკეთება და არის ასე ქვეყანა გაჩერებული ჭაობში, ვიქნევთ ხელებს და კიდევ უფრო ვეფლობით ჭაობში. ამიტომ არის გარდამტეხი ცვლილებები საჭირო აქ ზუგდიდში და მთლიანად საქართველოში.“ -აცხადებს უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42