31 ოქტომბერი არის დღე, რომელმაც უნდა შეცვალოს გაჭირვება, სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და მოიტანოს გარდამტეხი ცვლილებები - ბაქრაძე
პოლიტიკა - 17:03, 10 Oct, 2020     802
ევროპული საქართველოს ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, თელავის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი წარუდგინა.


პარტიის წევრებმა მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

დავით ბაქრაძის თქმით, მძიმე ეკონონომიკური და სოციალური მდგომარეობა, უიმედობა და უპერსპექტივობა უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს.

„31 ოქტომბრის არჩევნები, ეს არის თითოეული ჩვენგანის შანსი მოვიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში, რადგან გაგრძელება დღევანდელი ცხოვრების, გაგრძელება უმუშევრობის, სიღარიბის, ყოველდღიურად გაძვირებადი ფასების, იმ უიმედობისა და უპესეპექტივობის განცდის, ამ ყველაფრის გაგრძელება ნიშნავს, რომ ჩვენ ქვეყანას და ჩვენ ოჯახებს უბრალოდ არ ექნება მომავალი.

ამიტომ, 31 ოქტომბერი, ეს არის გარდამტეხი ცვლილებების დღე, იმ ცვლილებების დღე, რომელმაც უნდა შეცვალოს გაჭირვება და სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და რომელმაც უნდა შეცვალოს ის, რომ დღეს საქართველო არის მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც კარგად ცხოვრობს მთავრობა და ცუდად ცხოვრობს ხალხი, გარდამტეხი ცვლილება გახლავთ სწორდ ის, რომ მთავრობა ემსახურებოდეს ხალხს, რომ შეიქმნას დასაქმება, სამუშაო ადგილები, გაიზარდოს და გაორმაგდეს პენსია და სოციალური დახმარებები, რათა ადამიანები ცხოვრობდნენ უკეთ და მთავრობამ მოიკლოს საკუთარი კეთილდღეობა და ხალხი იყოს უკეთ.

ეს არის გარდამტეხი ცვლილება, ამ ცვლილების დღე არის 31 ოქტომბერი და სწორედ ამიტომ, ეს არის ჩვენი შანსი, ჩვენი წყალგამყოფი, ან ყველა ერთად შევცვლით ცხოვრებას და ვიცხოვრებთ უკეთესად და გვექნება მომავალი, ან გაგრძელდება სიღარიბე, უპერსპექტივობა და უიმედობა და ეს ყველაფერი ჩამოშლის ჩვენი ოჯახებისა და ქვეყნის მომავალს.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42