რატომ გადაწყვიტა მაინც და მაინც წინასაარჩევნოდ ჩამოსვლა - თალაკვაძე მუხთარლიზე
პოლიტიკა - 16:31, 10 Oct, 2020     967

პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, ქვეყანაში ვერ ჩამოსვლას პანდემიას და რეგულაციებს უკავშირებს. მისი თქმით, კითხვებს აჩენს, რატომ გადაწყვიტა ჟურნალსტმა ქვეყანაში დაბრუნება წინასაარჩევნოდ.

“ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, ასევე, მეორე მხრივ, კითხვებს ბადებს რატომ გადაწყვიტა ამ ადამიანმა მაინც და მაინც წინასაარჩევნო პერიდოში ჩამოსვლა. ვინაიდან, როგორც ის და მისი ადვოკატები აცხადებდნენ, მას აქვს სამართლებრივი სახის კითხვები და საკითხები ხელისუფლებასთან. შესაბამისად რატომ გადაწყდა მისი მხრიდან ჩამოსვლა წინასაარჩევნოდ ჩემთვის კითხვებს ბადებს,” - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ უმნიშვნელოვანესია ეს საქმე სწრაფად და ობიექტურად გამოიძიონ. მათი თქმით, პროკურატურის ინტერესში უნდა იყოს, რომ ჟურნალისტი ქვეყანაში დაბრუნდეს და გამოძიებასთან ითანამშრომლოს.

"დემოკრატიული ინიციატივების საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, მერი კაპანაძე ამბობს, რომ ის მიზეზები რასაც ვისმენთ, რის გამოც მუხთარლი ვერ ჩამოდის, არადამაჯერებლად ჟღერს.

თუკი საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად სურს და მისი ინტერესია, რომ აფგან მუხთარლის საქმის სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება მოხდეს, ის უნდა იყოს დაინტერესებული და მაქსიმალურად ცდილობდეს, რომ არ შეუქმნას დამატებითი ხელოვნური ბარიერები, - განაცხადა მერი კაპანაძემ.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ადვოკატის, ქეთი ჩუთლაშვილის თქმით, მუხთარლის გატაცების საქმე თავიდანვე აჩენდა ეჭვებს, რომ მასში მაღალი თანამდებობის პირები იყვენენ ჩართულნი. მისი თქმით, გამოძიება არსებითად არაეფექტურია.

შეგახსენებთ, რომ აზერჯაბიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი გერმანიიდან საქართველოში ჩამოსვლას გუშინ, 9 ოქტომბერს გეგმავდა. ადვოკატების თქმით, მას საბუთების პრობლემა არ ჰქონდა და ჩამოსვლასთან დაკავშირებით პროკურატურა წინასწარ იყო საქმის კურსში. მუხთარლი გამოძიებისთვის ჩვენების მიცემას და ჟურნალისტებთან შეხვედრას გეგმავდა.

მუხთარლი მომხდარს Facebook-ზე გამოეხმაურა და დაწერა, რომ ივანიშვილმა მისი ქვეყანაში შემოშვება ვერ გაბედა, რადგან ხელისუფლება მშიშარაა.

ცნობისთვის, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42