"ქართული ოცნება“ ენმ-ის შემდეგ, მღვდელმთავრებს მიადგა: "საბჭოთა მეთოდებით ახორციელებენ ცილისმწამებლურ კამპანიას“
პოლიტიკა - 15:20, 10 Oct, 2020     1525

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, გიორგი ჯანმდელიანი "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერებს მის წინააღმდეგ აგორებულ ცილისმწამებლური კაპანიის წარმართვაში ღიად ადანაშაულებს.

საქმე ეხება"ქართული ოცნების წევრის" ცემის ფაქტს. თმცა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მმართველი პარტიის წევრს, ფიზიკურად, პოლიტიკური ოპონენტები არ გასწორებიან, მარნეულში გაჩნდა ვერსია, რომ თემურ შუბითიძეს სწორედ მეუფე გიორგი გაუსწორდა.

მეტიც სასულიერო პირის გაწვევის მოთხოვნით მარნეულში ხელმოწერებსაც აგროვებენ.

თავად ეპისკოპოსი, გიორგი ჯანმდელიანი ღიად ამბობს, რომ ამ ვერსიის უკან "ოცნების" ადგილობრივი ლიდერები დგანან, რომელთა მიზანს მისი ეპარქიიდან ჩამოშორება წარმოადგენს.

"პირდაპირ, მთელ ამ პროცესებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ არსებულ ხელისუფლებას. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რაც წინ უძღოდა ამ მოვლენებს - ნარიმან ნარიმანოვის ძეგლის საკითხს. მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლება თავის განცხადებებში არათანმიმდევრულია. თავიდან შუბითიძის ინცინდენტი პოლიტიკურ ოპონენტებს დაუკავშირეს, აღმოჩნდა, რომ კონფლიქტი საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. გიდასტურებთ, რომ საქმეზე ბრალდებულები ნამდვილად ჩემი ახლობლები არიან და რადგან ჩემი ნათესავები აღმოჩნდნან, ახლა, საბჭოთა მოცვეთილი მეთოდებით, ახორციელებენ მიზანმიმართულ ცილისმწამებლურ კამპანიას, თითქოს ფიზიკური ანგარიშსწორება შეუკვეთა მეუფე გიორგიმ"- განაცხადა მღვდელმთავარმა.

მეუფე გიორგი აღნიშნავს, რომ პეტიცია, სადაც ეპარქიიდან მის გომოწვევას ითხოვენ "ქართულ ოცნებაში" დაიწერა: "ოცნების წევრები დადიან კარდაკარ და მოტყუებით, ზოგს ეუბნებიან რომ მეუფის დასახმარებლად სჭირდებათ ეს ხელმოწერები. ზოგს ატყუებენ, რომ ხელმოწერები ნარიმანოვის ძეგლის ასაღებად სჭირდებათ. ზოგს აიძულებენ და ასე შემდეგ..."- დასძენს მღვდელმთავარი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42