ამ საქმის ამოცანა არის, რომ უბრალოდ ტალახი ესროლოს წინა ხელისუფლებას, რადგან არაფერი შესათავაზებელი ივანიშვილს ხალხისათვის არ აქვს - კაპანაძე
პოლიტიკა - 15:13, 10 Oct, 2020     640
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით გარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაკავებას ეხმაურება.


კაპანაძის თქმით, ეს საქმე არის პოლიტიკური მიზნებისათვის და მას არანაირი კავშირი არ აქვს სიმართლის დადგენასთან.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილს შესათავაზებელი არაფერი აქვს ხალხისათვის, ამრიგად ის ისვრის ტალახს ოპონენტების მიმართ და ამით ცდილობს ხელისუფლების შენარჩუნებას.

კაპანაძის თქმით, ეს საქმე ივანიშვილს უკან შეუტრიალდება და ის 31 ოქტომბერს აუცილებლად დამარცხება.

„ეს კარტოგრაფებისს საქმე არის თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რამე იურიდიულ საკითხებთან ან სიმართლის დადგენასთან. ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე და ის, რომ ეს ინფორმაცია, ვითომ ე.წ დამალული რუკის შესახებ, ან სხვა რუკის შესახებ ცნობილი იყო ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელისუფლებლო პირებისათვის, მათ შორის მინისტრებისთვის, კიდევ ერთი დასტურია ამისა.

ეს ადამიანები, რომლებიც ეხლა არიან დაკავებული, არიან ჩვეულებრივი ტუსაღები, რომელთა გამოყენებაც უნდათ წინასარჩევნოდ პოლიტიკური მიზნებისათვის და ეს მათ არ გამოუვათ, ეს ამბავიც უკან შეუტრიალდებათ და ეს ვერ შეუშლის ხელს ცვლილებების მოხდენას 31 ოქტომბერს და ვერ შეუშლის ხელს ივანიშვილის დამარცხებას.

ამ საქმეს არანაირი კაშირი არ აქვს რაიმე სიმართლის დადგენასთან, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ საქმის ამოცანა არ არის არანაირი სიმართლის დადგენა, ამ საქმის ამოცანა არის პოლიტიკური და ეს იმითაც დასტურდება, რომ არავინ არ გამოკითხულა, იმითაც რომ ამ საქმეს არანაირი იურიდიული დანაშაული არ აქვს, არანაირი დამალული რუკა რეალურად არ არის, ეს არის ჩვეულებრივად პოლიტიკური საქმე წინასაარჩევნოდ.

ამ საქმის ამოცანა არის, რომ უბრალოდ ტალახი ესროლოს წინა ხელისუფლებას და დააბრალოს მას, რომ თითქოს ყიდდა რაღაც ტერიტორიებს, თმობდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს, დავით გარეჯს. არ აქვს მნიშვნელობა ვინმეზე გავლენ თუ არა, ჩვენებას აიღებენ თუ არა წინახელისუფლებიდან, ეს ხომ ზოგადი მიდგომაა ივანიშვილის, რომ უბრალოდ ყველაფერი დააბრალოს წინა ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა ამ საქმეში არ არის, ეს ყველაფერი მოგონილი ამბავია დამალულ რუკებთან დაკავშირებით და ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ შეინარჩუნოს ხელისუფლება და კიდევ ერთხელ მორიგი ტალახი ისროლოს, რადგან არაფერი შესათავაზებელი ივანიშვილს ხალხისათვის არ აქვს.“ - განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42