ჭიაბერაშვილის თქმით, ხელისუფლებამ სათანადოდ ვერ გამოიყენა 7 თვე, რათა ინფექციის გავცელებას სათანადოდ შემხვდარიყო ქვეყანა.
ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ართმევს თავს სამედიცინო სექტორის კოორდინირებას, რასაც სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები 31 ოქტომბერს.
„ქართული ოცნებისთვის დამახასიათებელი თავმოუბმელობა და უგულისყურობა, ხალხის ინტერესების უგულებელყოფა უნდა დასრულდეს 31 ოქტომბერს და ეკონომიკა იქნება თუ ეპიდსიტუაციის მართვა, ამის გამოსწორება უნდა დაიწყოს ამის შემდეგ, რადგან ჩვენ ვხედვათ, რომ ქართულმა ოცნებამ, ის 7 თვე, რომელიც საქართველოში ეპიდემიის გავრცელებიდან გვაშორებს, ვერ და არ გამოიყენა სათანადოდ, იმისათვის, რომ რეალურად ინფექციის გავრცერლებას შევხვედროდით უფრო მომზადებულად.
ეს ეტყობა უკლებლივ ყველა რგოლს, იქნება ეს პირველადი ჯანდაცვა, იქნება ეს ჰოსპიტალური სექტორი, მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო თავს ვერ ართმევს სამედიცინო სექტორის კოორდინაციის საქმეს. ზუსტად ეს უნდა შეიცვალოს 31 ოქტომბერს.“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






