წერეთელის თქმით, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს ემატება ინფრსატრუქტურული პრობლემები, რაც მოსახლეობას უზღუდავს გადაადგილების საშუალებას. წერეთლმა აღნიშნა, რომ სწორედ 31 ოქტომბერი იქნება დღე, რომელიც როგორც ზესტაფონის რაიონს, ისე მთლიან საქართველოს მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
„ვიმყოფებოდი ჭალატყეში, არგვეთასა და საქარაში, ყველგან წუხილი უმუშევრობასა და სიღარიბეზე, მაღალ ფასებზე და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე. წყალი და გზა ყველგან მოსაწესრიგებელია. არგვეთაში განსაკუთრებით მიხარია ჩემი პატარა მეგობრების მონახულება, მათგან დავალება მივიღე და აუცილებლად უნდა შევუსრულო.
ჭალატყეში, ძალიან ცუდი გზაა, რაც მოსახლეობის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ჩემი შეხვედრის შემდეგ საგზაო ტექნიკამ წაიმუშავა და მცირედი შეღავათი იქნება ადგილობრივებისათვის. თუმცა ამ გზას კაპიტალურად სჭირდება გაკეთება და არამხოლოდ წინასაარჩევნოდ“- აცხადებს წერეთელი.
მასალის გამოყენების პირობები






