სასარგებლო კითხვები და რჩევები მივიღეთ იმ მიმართულებით, რომლითაც ევროპული საქართველო აპირებს გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას - ბოკერია
პოლიტიკა - 11:51, 10 Oct, 2020     658
ევროპული საქართველოს ლიდერები ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდენენ და მათ გარდამტეხი ცვლილებების გეგმა გააცნეს.

ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, შეხვედრაზე მათ განიხილეს ის კონკრეტული გეგმა, რომელიც ევროპულ საქართველოს აქვს ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოსაყვანად. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის დამარცხების შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც ქვეყანას წაიყვანს წინ განვითარებისაკენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უმძემესი ეკონომიკური კრიზისის, რომელიც მეწარმეებს, ხალხს, დასაქმებულებს, ყველას დაატყდა ივანიშვილის დამღუპველი პოლიტიკის და პანდემიის გამო, მუდმივი ინტერაქცია გვქონდეს მეწარმეებთან იმ რადიკალურ ცვლილებებზე, რასაც ვაპირებთ ევროპული საქართველო არჩევნებში ივანიშვილის მარცხის შემდეგ და ამ კურსის გამარჯვების შემდეგ. გვქონდა საუბარი თუ როგორ გამოვიყვანთ ქვეყანას ჩიხიდან და ამ გზავნილზე, ტვირთის შემცირება მათთვის, რის ხარჯზე, რომელი გადასახადის ხარჯზე, რათა ყველა ადამიანს საშუალოდ დარჩეს დოვლათი ჯიბეში, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოვიდეთ ყველანი ერთად. ამ საკითხს ეძღვნებოდა ეს შეხვედრა, ძალიან სასარგებლო კითხვები და რჩევები მივიღეთ იმ მიმართულებით, რომლითაც ევროპული საქართველო აპირებს ამ გარდამტეხი ცვლილებების გეგმის განხორციელებას.“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ევროპულ საქართველოს აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა გადავლახოთ ქვეყანაში არსებული უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, როგორ უნდა შეიქმნას ქვეყანაში 100 000 ახალი სამუშაო ადგილი, როგორ შევამციროთ გადასახადები და დავუზოგოთ ოჯახებს თანხა, როგორ დავეხმაროთ გაორმაგებული პენსიითა და სოციალური დახმარებით მათ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. ეს არის გადაუდებელი ნაბიჯები იმ გარდამტეხი ცვლილებების, რაც დღეს სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენ საზოგადოებას და ქვეყანას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ცვლილებების გაზიარება მოხდა ბიზნესთან, ვინაიდან სწორედ ბიზნესია ის მამოძრავებელი ძალა, ვინც უნდა შექმნას სამუშაო ადგილები, ვინც უნდა გადაარჩინოს ეკონომიკა, ვინც დღეს ძალიან მძიმე დღეშია საქართველოს ხელისუფლების არაკომპეტენტური და არაქმედითი მოქმედებების გამო. ამიტომ, საინტერესო შეხვედრაც იყო, საინტერესო დისკუსიაც იყო და ჩვენი ამოცანაა, რომ მუდმივად ვიყოთ კონტაქტში ბიზნესთან იმისთვის, რომ ვიყოთ დარწმუნებული, რომ ჩვენი გეგმა და ხედვა გახლავთ სწორი გზა, გახლავთ სწორი და ფუნდამენტური ცვლილებების გზა და სწორედ ამ გზით გამოვიყვანთ ქვეყანას ღრმა ეკონომიკური კრიზისიდან, რომელშიც შეიყვანა ქვეყანა ამ ხელისუფლებამ.“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42