სამგორის რაიონის "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელი, რევაზ სოხაძე "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს უპირისპირდება.
საუბარია აუდიოჩანაწერის საქმეზე, რომელიც დღეს "ნაციონალური მოძრაობის" სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, გაავრცელა, რომელიც ამომრჩეველზე ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის კონკრეტულ ფაქტს ეხება.
სოხაძემ გავრცელებული ინფორმაცია უარჰყო. მისი თქმითვე, არ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ არიან ამ აუდიოჩანაწერში ასახული პირები და ლევან ხაბეიშვილს მატყუარა უწოდა.
"ხაბეიშვილს ნამდვილად მოუწევს საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობა, დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ეს დრო დადგება, მაგრამ პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ის ტყუის და არის მატყუარა და ჩვენ, თქვენც და საზოგადოებაც კარგად ხედავს, რომ დღეს არანაირ ძალადობას არავისზე, არათუ საჯარო მოხელეებზე, აბსოლუტურად არავისზე ადგილი არ აქვს. ამ სისულელეზე კომენტარის გაკეთება ნამდვილად ძალიან გამიჭირდება. იმიტომ, რომ თქვენ ახლა მესაუბრებით, რაღაცა ჩანაწერზე, სადაც ვიღაცა ორი ადამიანი საუბრობს და რა უნდა ვთქვა ახლა მე ამაზე. მე გეუბნებით, რომ სისულელეა", - რევაზ სოხაძე.
მასალის გამოყენების პირობები






