“სუს-ი თავის განცხადებით ადასტურებს მათი ავტომობილით მე და ჩემი ოლქის წევრებს გვითვალთვალებდნენ”- ლანა გალდავა
პოლიტიკა - 21:35, 09 Oct, 2020     1006
“ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლანა გალდავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მას და ოლქის სხვა წევრებს სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოეხმაურა. როგორც მათ განცხადებაშია ნახსენები, პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადება თითქოსდა სიმართლეს არ შეესაბამება. ხოლო განცხადებას იმ ავტომობილის მონაცემები დაურთეს, რომელიც “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერის მიერ თვალთვალში შემჩნეული ავტომობილის სახელმწიფო ნომერია - SZ-303-SZ. მათ გაასაჯაროვეს და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ავტომობილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის თანამშრომლის საკუთრებაა. საშვი, რომელიც დაფიქსირებულია ავტომობილის წინა საქარე მინაზე, გაიცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ავტოსადგომით სარგებლობისათვის, როგორც სამსახურის ბალანსზე არსებული, ასევე თანამშრომლების პირად საკუთრებაში არსებულ ავტომობილებზე.ლანა გალდავას თქმით, ამ განცხადებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მანქანა ნამდვილად მათ ეკუთვნით და საშვი გაცემულია მათ მიერ.“რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, მოვითხოვ გუშინდელი ყველა შემთხვევის ყველა ვიდეოზე დაფიქსირებული სახეების იდენტიფიცირებას, არა მხოლოდ ვაზისუბანში, არამედ მეტრომშენის დასახლებაშიც. თუ მანქანა ეკუთვნის სუს-ის თანამშრომელს და მართავს სხვა პირი, ეს კიდევ უფრო დიდი პრობლემაა, განსაკუთრებით, როდესაც ჩემი და ჩემი გუნდის მიმართ მიმდინარეობს ყოველდღიური დევნა. კერძოდ, მათ პერსონალური მონაცემები იძულებით ჩამოართვეს ჩემი შტაბის წევრებს და ჩემს ოფიციალურ წარმომადგენელს საოლქო-საარჩევნო კომისიაში. მივმართავ სუს-ს: თქვენი თანამშრომლები თუ მათი ოჯახის წევრები ქუჩებში შეიარაღებული გადაადგილდებით, ეს არის პრობლემა და მოვითხოვ ყველა ფაქტზე გამოძიების დაწყებას. ასევე, მოვუწოდებ ყველა სადამკვირვებლო მისიას, დააფიქსირონ წინასაარჩევნო ძალადობრივი გარემო.” - აცხადებს გალდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42