ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მხოლოდ იმას უჩიჩინებს ხალხს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს - ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 20:59, 09 Oct, 2020     889

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, დღეს მოსახლეობაში ხშირად ისმის, რომ ადამიანები თავიანთ საარჩევნო ხმას მატერიალური საგნების სანაცვლოდ ყიდიან.

ჭიაბერაშილის თქმით, ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი ხალხს მხოლოდ იმას უჩიჩინებს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს და ცდილობს, რომ ხალხში უიმედობა და გულგატეხილობა დათეოსოს.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, სწორად ამგვარი პოლიტიკაა სახიფათო და თუკი ადამიანებში არა უიმედობას, არამედ იმედს გააჩენ, სწორედ ეს იქნება გარდამტეხი ცვლილებების საწინდარი.

„ყველა წინსაარჩევნო შეხვედრაზე მესმის მოქალაქეების გულისტკივილი, რომ ზოგიერთი თავის საარჩევნო ხმას, რომელმაც ქვეყნის მომდევნო 4-წლიანი ცხოვრება უნდა განსაზღვროს, რაღაცის - 3 კილო კარტოფილის, 20 ლარის, 3 ლიტრიანი ლუდის - სანაცვლოდ ყიდის.

რატომ შეიძლება ადამიანმა ასეთი ნაბიჯი გადადგას?

ივანიშვილი და მისი კორუმპირებული კლანი მხოლოდ იმას უჩიჩინებს ხალხს, რომ ცვლილებას აზრი არ აქვს, რომ ყველა ერთი ნაგავია, გლეხისთვის სიკეთეს არავინ მოიტანს. ივანიშვილის და "ქართული ოცნების" მიზანია, ხალხში უიმედობა და გულგატეხილობა დათესოს.

თუ ამას მიაღწევენ, მერე ზოგიერთები, რა თქმა უნდა, იფიქრებენ: აბა, თუ მაინც არაფერი შეიცვლება, ეს 20 ლარი ან ეს 4 კილო ხახვი რაღატომ დავკარგოო და ამ უიმედობის ფონზე ყიდიან საკუთარ ხმასაც და, საბოლოოდ, მთელი საზოგადოების უკეთესი მომავლის პერსპექტივასაც.

ამიტომაა სახიფათო, ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" ამ უიმედობის თესვაში ავყვეთ და ჩვენც ვიძახოთ "გლეხი კაცითვის არავინ არის". ჩვენ თუ ამას ვიმეორებთ, მაშინ ამით ივანიშვილის თამაშს ვუწყობთ ხელს.

პირიქით, სწორედ ადამიანებში იმედის გაჩენა გახდება იმ გარდამტეხი ცვლილებების საწინდარი, რაც ქვეყანას და ყოველ ოჯახს წინ წაიყვანს.

31 ოქტომბერი გარდამტეხი ცვილელებების დღეა!.“ - აცხადებს ჭიაბერაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42