დავითგარეჯთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი, ნატალია ილიჩოვა ამბობს, რომ 200 000 მასშტაბის რუკა, რომლის დამალვასაც დაკავებულებს ედავებიან, არასათანადოა. მისი თქმით, თუ ამ რუკით ვიხელმძღვანელებთ, გადავდივართ 1929 წლის მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც საზღვარი ორ სახელმწიფოს შორის ჩიჩხიტურის კოშკზე გადის
"როგორც ამბობდით, ჩვენ გვაქვს 200 000-იანი რუკა, ეს რუკა ჩვენ სულ გვქონდა, მაგრამ ეს არის 1936 წლის რუკა და ამ რუკის თანახმად ჩვენ გადავდივარ 1929 წელში. და თუ ჩვენ ამ დოკუმენტზე ვსაუბრობთ, ამ დოკუმენტში საუბარია რომ დავითგარეჯის ნაწილს ვკარგავთ და საზღვარი არის ჩიჩხიტურის კოშკზე.
დღეს, როდესაც სპეციალურ პროგრამაში ზრდით თანამედროვე რუკის მასშტაბს და საუბრობთ, რომ აქ რაღაცა იკარგება, ეს სრულებით არაკორექტულია. რაც შეეხება იმას, რომ რუკა დაიკარგა, ეს ნამდვილად მე გავაკეთე, თუ ვარაუდია?
მე და ივერიმ მთელი საზღვარი ფეხით მოვიარეთ. ჩვენ ვიარეთ, ქედები, მდინარეები და ყველა რელიეფი ვიცით, სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ამ პროცესისას, რუკების შედარება შეიძლება მაგიდასთან, მაგრამ წადით საზღვართან და შეადარეთ, რამდენად სწორია ეს რუკები", - განაცხადა ნატალია ილიჩოვამ სასამართლოს დარბაზში.
მასალის გამოყენების პირობები






