საჭიროა გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ეკომიგრანტები არ იყვნენ ყურადღების მიღმა - ტარიელ ნაკაიძე
პოლიტიკა - 20:28, 09 Oct, 2020     841

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძე, პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთან სამცხეში, ზურაბ ჩილინგარაშვილთან ერთად ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების: დერცელის, გორთუბნის, ნამნიაურის, მოხეს, ჭელას, ჭეჭლას, ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების რუსთავის და ივერიას მოსახლეობას შეხვდა. საუბრის მთავარი თემა იყო ეკომიგრანტების ყოფითი პრობლემები. მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამჟამინდელი მიდგომების შეცვლას ითხოვს.

„სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია რადიკალური ცვლილებების გატარება ეკომიგრანტებთან დაკავშირებით.

დღესდღეობით საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მრავალი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ისინი დგანან რეალური ფიზიკური განადგურების საშიშროების წინაშე. ასეთ საშიშ ზონაში მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო არ ანიჭებს არანაირ სამართლებრივ სტატუსს და ვალის მოხდისთვის სთავაზობს მხოლოდ 25 000 ლარს, რის შემდეგაც თავიდან იცილებს ყოველგვარ პასუხისმგებლობას.

მოდით ჩავხედოთ რეალობას თვალებში, განა საკმარისია ოჯახისთვის 25 000 ლარი, რომ აიყაროს თავის სახლიდან და ახალ ადგილას დაიწყოს ცხოვრება?! განა შესაძლებელია ამ თანხით ნორმალური საცხოვრებელის შეძენა?-რათქმაუნდა არა.

აღნიშნული პრობლემის მოგვარებისათვის საჭიროა სახელმწიფომ ეკომიგრანტებს მიანიჭოს სამართლებრივი სტატუსი, რითაც აიღებს მოსახლეობის საცხოვრებლით დაკმაყოფილების ვალდებულებას. საჭიროა გატარდეს კომპლექსური საკანონმდებლო ცვლილებები, რათა ეკომიგრანტები არ იყვნენ ყურადღების მიღმა და თავიდან ავიცილოთ მსგავსი უბედურებები რაც ხელვაჩაურში ახლახანს დატრიალდა.“ -აცხადებს ნაკაიძე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42