ვენეციის კომისიას უნდა დალოდებოდნენ, თუმცა არ დაელოდნენ, ამიტომ, ვფიქრობ, კომისიის დასკვნა კრიტიკულია - ლომჯარია
პოლიტიკა - 19:52, 09 Oct, 2020     427

ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნას სახახლო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება.

როგორც ლომჯარია აცხადებს, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში იუსტიციის საბჭო საზოგადოების მაღალი ნდობით არ სარგებლობს, ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ ამ მხრივ განსაკურებული წესებია შემოსაღები.

„ჩვენი რეკომენდაცია პარლამენტის მიმართ იყო, რომ დალოდებოდნენ ვენეციის კომისიას იმიტომ, რომ მთელი ეს ცვლილებები ემსახურებოდა იმას, რომ კანონი მოეყვანათ შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან. აქედან გამომდინარე, ლოგიკური იყო, რომ ვენეციის კომისიას უნდა დალოდებოდნენ, თუმცა არ დაელოდნენ, ამიტომ, ვფიქრობ, კრიტიკულია დასკვნა. გარკვეულ გაუმჯობესებაზე არის საუბარი, რადგან პირველი ვერსია გაცილებით ცუდი იყო და ძალიან კრიტიკულები ვიყავით, საბოლოო კანონპროექტი, რაც მიიღეს, უკეთესია, ვიდრე მანამდე არსებული, თუმცა მთავარი რეკომენდაცა ვენეციის კომისიის და შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ საბოლოოდ საბჭომ არა მარტო უნდა დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, არამედ თითოეული ხმა საბჭოს რომელმა წევრმა ვის მისცა და რატომ მისცა, ეს უნდა იყოს საჯარო. დღეს მიღებულ კანონში არ ჩანს, ვინ მისცა ხმა რომელიმე კანდიდატს. ეს ნაწილი არ არის საჯარო. ამას აკრიტიკებს ვენეციის კომისია და მიიჩნევს, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის კონტექსტი არის განსხვავებული და რომ საქართველოში იუსტიციის საბჭო არ სარგებლობს საზოგადოებაში მაღალი ნდობით, ექსტრაორდინალური ვითარებაა, ისინი მიიჩნევენ, რომ განსაკურებული წესებია შემოსაღები“,- განაცხადა ლომჯარიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით დამტკიცებულ საერთო სასამართლოების შესახებ კანონთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება წარმოადგინა. კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისიას სურდა, საქართველოს ხელისუფლებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების წესის რეფორმირებაში დახმარებოდა, რათა ის ევროპულ სტანდარტებთან თანხვედრაში მოსულიყო, თუმცა როგორც კომისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მოსაზრებისთვის დაგვიანებით მიმართვის გამო, მათ ჰქონდათ საკმაოდ ლიმიტირებული დრო, რომელიც მხოლოდ იმაში გამოიყენეს, რომ შეედარებინათ, რამდენად მოდიოდა მიღებული კანონი კომისიის წინა რეკომენდაციებთან თანხვედრაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42