ქართულ ოცნებას სძულს ადამიანი - გოგორიშვილი
პოლიტიკა - 19:29, 09 Oct, 2020     582

ევროპული საქართველოს გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი, ხათუნა გოგორიშვილი, დავით გარეჯის საქმეზე ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩევას პატიმრობაში დატოვებას ეხმაურება.

გოგორიშვილის თქმით, ოცნების ხელისუფლება ყოველი არჩევნების წინ უბინძურეს პიარ ტრიუკებს აწყობს.

გოგორიშვილის თქმით, იმის გამო, რომ ჩაფლავებული რეიტინგი ოდნავ გაზარდონ, ხელისუფლებამ საკუთარ თავს აჯობა და უდანაშაულო ადამიანები ყველაზე საშინელი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრა.

„სოლიდარობა ივერი მელაშვილს!

სოლიდარობა ნატალია ილიჩევას!

8 წლის განმავლობაში ადამიანის ბედზე ერთი წუთითაც რომ არ გიფიქრიათ, საქართველოში ყველამ იცის. ყველა არჩევნების წინ უბინძურეს პიარ ტრიუკებს რომ გამოაგდებთ - ესეც აღარავის უკვირს; ხან ჰაკიმ ფაშას სახელით ტვირთავთ ფოტოებს, ხან პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები „გეპარებათ“ ინტერნეტ-სივრცეში!

დღეს საკუთარ თავსაც აჯობეთ! იმისთვის რომ თქვენი ჩაფლავებული რეიტინგი ოდნავ ამოქაჩოთ, ხალხს დაანახოთ რა „პრინციპულები“ ხართ, უდანაშაულო ადამიანები ყველაზე საშინელი, სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააპატიმრეთ!

გასაგებია, რომ თქვენთვის, ვინც 8 წელია ხმას არ იღებთ მცოცავ ოკუპაციაზე, ვინც ხან პირდაპირ და ხანაც ირიბად ომის დაწყებას საქართველოს აბრალებთ - მოღალატე ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი სიტყვაა. იგივეა რაც უნიათო, უსაქმური, არაკომპეტენტური. მაგრამ მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოში ყველა ქოცი არაა!!!

საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა არის ქვეყნის პატრიოტი; აქვთ სინდისი და თავმოყვარეობა და მოღალატეობის დაბრალებას სიკვდილი ურჩევნიათ!

ოცნებას სძულს ადამიანი!“ - აცხადებს გოგორიშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42