ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი ივერი მელაშვილს გლდანის ციხეში შეხვდა. უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებში არ დევს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მარიკაშვილის თქმითვე, გამოძიება ცალმხრივია, სადაც მხოლოდ ბრალმდების ინტერესები არის გამოკვეთილი.
"ეს განჩინება უნდა გასაჩივრდეს, აუცილებელი იყო დაცვის ქვეშ მყოფთან ამაზე მესაუბრა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივუთითებთ იმ ფაქტობრივ და ფორმალურ უსწორებებზე, რომელიც სასამართლომ ამ შემთხვევაში გამოიყენა, დაეყრდნო. მივუთითებთ იმაზე, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ბატონი ივერი ბოლომდე აპირებს ბრძოლას ამ საქმეში - საქმის მასალებში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს. კომისიის წევრების ჩვენებები დევს, კომისიის თავმჯდომარეების ჩვენებები დევს. მამა კირიონის ჩვენებაა და ექსპერტის დასკვნაა რამდენიმე. ეს გამოძიება არის ცალმხირი და მხოლოდ ბრალდების ინტერესები არის გამოკვეთილი", - ამბობს ივერი მელაშვილის ადვოკატი .
მასალის გამოყენების პირობები






