პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები მოითხოვენ მარეგულირებელი კომისიისგან დართოს ნება ტელევიზიებს, რომ გაუშვან პარტიის საარჩევნო კლიპი ეთერებში.
პროტესტის მონაწილის, ლაშა ელიაძის თქმით, მარეგულირებელი კომისიის ქმედება არის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და კომისიას დროულად თხოვს პასუხს, თუ როდის მიეცემათ ტელევიზიებს საშუალება, რომ ევროპული საქართველოს კლიპი გაუშვან მათ ეთერში
„ბექაური არის ცენზორი, დღეს ჩვენ ახალგაზრდები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ გავაპროტესტოთ მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც უკრძალავს ტელევიზიებს, რომ გაუშვან ევროპული საქაღთველოს სააღცევნო კლიპი, სადაც ნეგატიურ კონტექსტში არიან ნახსენები ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი. ივანიშვილის სურვილების ამსრულებელი ბექაური კრძალავს ჩაეშვას ეს კლიპი ქართულ მედია სივცეში და ვთხოვთ მას დროულ პასუხს, თუ როდის ჩაეშვება ჩვენი კლიპი ეთერში“ - განაცხადა პროტესტის მონაწილე, ლაშა ელიაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






