"მამა კირიონი დაუკავშირდა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ძალიან დაინტერესებულია და პირად თემად აქვს ქცეული ეს თემა, დიდი მადლობა მას ამისთვის. ის შემდეგ დაუკავშირდა ბიძინა ივანიშვილს, ბატონმა ბიძინამაც გულთან ახლოს მიიტანა ეს საკითხი და დაუკავშირდა დავით ხიდაშელს, რომელმაც მისთვის ნაცნობი გზებით მოიძია ამ რუკის ორიგინალი და დღეს საბადნიეროდ ის ჩვენს ხელშია. ის, რომ ეს ადამიანები არიან დაკავებული, არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც პოლიტიკურად მოტივირებული საქმეა ... როდესაც შენ ასხვისებ შენი ქვეყნის ისტორიულ ტერიტორიას, სამშობლოს ღალატი სხვა არაფერია", - განაცხადა საბა ჭიკაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მათ „საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადაცემას ედავება“.
მასალის გამოყენების პირობები






