ეკლესია არავის არ აჭერინებს ხოლმე - სინოდის წევრები გარეჯის თემაზე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საზოგადოება - 12:53, 09 Oct, 2020     1197
წმინდა სინოდის წევრები საქართველოში არსებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხდვნენ. შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა.

შეხვედრის მიზეზი დავით გარეჯის თემაზე მიმდინარე მოვლენებია. მხარეებმა არსებული სიტუაცია განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა ბოდბელი მთავარეპისკოპოსი მეუფე იაკობი, რომელმაც მოგვიანებით ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიება აზერბაიჯანთან მეგობრულ ურთიერთობას არ დააზარალებს. კითხვაზე, იყო თუ არა გამოძიების დაწყების საფუძველი არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება, მეუფემ უპასუხა, რომ მხოლოდ ერთი სასულიერო პირის ჩვენების გამო არ დაიწყებოდა გამოძიება, თუ საქმეში სხვა მტკიცებულებები არ იდებოდა:

„სიტუაცია ისეთია, შეიძლება ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო, ამიტომ ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს დაკავებულების დანაშაულებრივი ქმედება, თუმცა, რაც შეეხება ვარიანტებს, ვერც ერთ ვარიანტს ვერ გამორიცხავ. არ ვიცი პოლიტიკური ელფერი ადევს თუ არა გამოძიების დაწყების საქმეს, ჩვენს ქვეყანაში სულ არჩევნებია და ვის როდის გაახსენდება ესა თუ ის საქმე, ყოველთვის არჩევნებს ვერ დაუკავშირებ. არ მგონია აქრიმანდრიტ კირიონის ჩვენების გამო იყვნენ დაკავებულები, პროცესი ცოტა ღია თუ იქნება, ვნახავთ რა და როგორ იყო, ვიღაცამ პროკურატურაში რაღაც თქვა და საქმე მაგის გამო აღიძრა - ასე არ ხდება. ეგ თავად მამა კირიონს უნდა ჰკითხოთ, როდის უთრხა სახელმწიფოს, თუ სხვამ უფრო ადრე უთხრა, მაშინ მამა კირიონს არ უნდა მოკითხოთ, უნდა მოკითხოთ სახელმწიფოს სხვადასხვა სტრუქტურებს. შესაძლოა, მამა კირიონმა მოითხოვა, დავით გარეჯის საკითხს წესიერად მიხედეთო, თორემ ეკლესია არავის არ აჭერინებს ხოლმე“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დავით გარეჯის საქმეში დევს არქიმანდრიტ კირიონის ჩვენება, შესაბამისად, საზოგადოებაში ჩნდება კითხვა, რა როლი აქვს ეკლესიას გამოძიების დაწყებასთან, თუმცა პროკურატურას განმარტებები ამ დრომდე არ გაუკეთებია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42