„ორი აბზაცი, ანოტაცავიასავით წავიკითხე, რადგან ამ ადამიანის არც ინტერვიუების მოსმენის თავი მაქვს და არც მისი განცხადებების გცნობის. ბოლნისში, მარნეულში თბილისში, სადაც ჩვენი პარტიის წევრებსა და აქტივისტებს სცემენ მისი ბანდერლოგები და ზონდერები, ვის მოუწოდებს ძალადობა არ იყოსო?! ვის ეუბნება ძალადობას არ აყვეთო?! ვის აქვს ძალადობა „ქართული ოცნების გარდა?!, რომელიც სადამსჯელო ორგანიზაციაა, რომელსაც პოლიტიკასთან საერთოდ არ აქვს კავშირი.
რაც შეეხება მის მყარ რეიტინგებს, როგორც „ტოჩნი ზურაბას“ რეიტინგები ჰქონდა 2018 წელს ისეთივე რეიტინგი აქვს ახლაც. ქართველი ხალხი 31 ოქტომბერს გასცემს პასუხს ამ ქურდების და ბანდიტების ხელისუფლებას, რომელიც ივერი მელაშვილისნაირ ადამიანს აგდებენ საპყრობილეში. "
წინასწარი რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება ორ მიზანს: რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ე.წ „ქართული ოცნების“ წევრები, რადგან ხალხთან მისვლა არ შეუძლიათ. რაზე უნდა მივიდნენ?! ქვეყნის ძარცვაზე, ნეპიოტიზმზე, კორუფციაზე, 8 წლის შიმშილზე უნდა ელაპარაკონ?! და მეორე - ქალბატონი თამარ ჟვანიას მეთაურობით აპირებენ ამ არჩევნები გაყალბებას.
„ქართული ოცნება“ პატიოსანი არჩევნებით ვერ მოიგებს ვერანაირად"- აცხადებს ვაშაძე.
მასალის გამოყენების პირობები






