არ არსებობს ისეთი საქართველო, სადაც 10 ადამიანიდან 6 მხარს უჭერს ივანიშვილს - კაპანაძე
პოლიტიკა - 13:05, 09 Oct, 2020     720

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ბიძინა ივანიშვილის წერილს ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, მაშინ როდესაც ქვეყანაში არის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და გაჭირვება, ივანიშვილის განცხადება, რომ საქართველოში 10 ადამიანიდან 6 მხარს უჭერს მას, არის ტყუილი.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ივანიშვილის ეს განცხადება მისი მხარდაჭერების შეგულიანებას ემსახურება, რადგან მან კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში მას მხოლოდ რამდენიმე კვირა დარჩა.

„ივანიშვილის ეს წერილი არის მსგავსი დაახლოებით იმ გამოსვლისა, როდესაც 2018 წლის არჩევნების პირველ და მეორე ტურებს შორის გამოვიდა და წაშლილი სახით მიმართა საზოგადოებას. ახლა როგორც ჩანს სახეს მალავს, იქედან გამომდინარე, თუ როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს მას შექმნილი, იქედან გამომდინარე, რომ აბსოლიტურად ყველა რეიტინგი, განსხვავებით იმ განცხადებისა, რომელიც მან გააკეთა, აჩვენებს, რომ მათი მხარდაჭერა მოდის ქვემოთ და სწორდ ამის გამოა, რომ ისინი ამ ნაბიჯებს დგამენ, როგორიც არის ამ ორი პატიოსანი საჯარო მოხელის დაკავება და რაღაც საქმეების შეთითხნა წინა ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს გამოსვლა აჩვენებს იმას, რომ მათ ძალიან უჭირთ და იმ პირობებში, როდესაც ძალიან უჭირთ, ისევ და ისევ ცდილობენ, რომ ნაცად ხერხს მიმართონ.

ერთიმხრივ, ისევ და ისევ აბრალებენ მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ იძალადონ ოპოზიციაზე, აბრალებენ ამას სხვებს და მეორე, ცდილობენ, რომ გული გაუკეთონ, შეაგულიანონ თავისი მომხრეები, რომ თითქოს ყველაფერი არის კარგად და ისინი იმარჯვებენ. მესმის, რომ ეს მათ სჭირდებათ, რადგან მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი ვერ აგროვებენ საკმარის მხარდაჭერას იმისათვის, რომ გააგრძელონ მართვა.

ივანიშვილის ესეთი წერილი ნიშნავს იმას, რომ ისინი ამაზე დარდობენ და სწორად დარდობენ, რადგან ეს არის მართლაც ბოლო რამდენიმე კვირა, როდესაც ივანიშვილი არის ხელისუფლებაში.

ივანიშვილმა თქვა, რომ მას უჭერს 10 ადამიანიდან 5 ან 6. იმ პირობებში, როდესაც არის ძალიან დიდი სიღარიბე, 800 000 ადამიანი არის უმუშევარი, რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი არის უკიდურეს გაჭირვებაში და მათი დიდი ნაწილი ცხოვრობს დღეში სამ ლარზე, მაშინ როდესაც 80 000 ბავშვი შიმშილობს, როდესაც საგარეო ვალი არის კატასტროფულად გაზრდილი, მაშინ , როდესაც ლარი უფასურდება და გვაქვს უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი და ამ დროს ივანიშვილი გვეუბნება, რომ მას მხარს უჭერს 10- დან 6 ადამიანი, ეს არის ყველაზე დიდი ტყული ალბათ რაც მას უთქვამს და მას ნამდვილად აქვს ტყუილების თქმის დიდი ისტორია.

წერილიდან ჩანს, რომ მას ეშინია, ცდილობს, რომ შეაგულიოანოს თავისი მომხრეები, რომ ყველაფერი არის კარგად, თუმცა არ არსებობს ისეთი საქართველო, სადაც 10 ადამიანიდან 6 მხარს უჭერს ივანიშვილს.“ - აცხადებს კაპანაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42