ხელისუფლებამ იმის ნაცლად რომ გამოიყენოს რეკომენდაციის ფორმა, ჯარიმებს უწერენ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს - კახიძე
პოლიტიკა - 12:23, 09 Oct, 2020     693

ევროპული საქართველოს ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე და პარტიის მერობის კანდიდატი ქუთაისში, ამირენ ძოწენიძე, ხელისუფლების მიერ სავაჭრო ცენტრებზე ჯარიმების გამოწერას ეხმიანებიან.

კახიძის თქმით, ხელისუფლებამ იმის ნაცვლად, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი სავაჭრო ცენტრები გააფრთხილოს, ამის ნაცვლად მათ დრაკონულ ჯარიმებს უწერს და ამით კიდევ მეტ სამუშაო ადგილს აკარგვინებს ადამიანებს.

ამირან ძოწენიძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს ამ ანტიადამიანურ და მავნებლურ პოლიტიკას აუცილებლად დაესმევა წერტილი.

„ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი და ასევე დაიკეტა მესამე სავაჭრო ცენტრი ქარვასლა. ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ეკონომიკა, რომელიც ტურიზმის სექტორის გაჩერების გამო არის ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ, ადამიანებმა დაკარგეს სამსახურები და პრაქტიკულად ქალაქში თუ რაიმე მუშაობს, ეს არის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და თავის ოჯახებს არჩენენ, ხელისუფლების რაღაც უაზრო რეგულაციებით და დრაკონული ჯარიმებით, არიან დახურულები და უმძიმეს მდგომარეობაში.

ხელისუფლებას შეეძლო გამოეყენებინა რეკომენდაციის ფორმა, გაფრთხილების ფორმა, მაგრამ მათ 10 000 ლარიანი ჯარიმები გამოუწერეს ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ სავაჭრო ცენტრებს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაუყონებლივ გააუქმოს ეს ჯარიმები და ადამიანების სამუშაო ადგილებს გაუფრთხილდნენ, აქვე მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, რომ ასე მოქმედი ხელისუფლება არ შეიძლება, რომ დავტოვოთ კვლავ ძალაუფელბაში და 31 ოქტომბერს ჩვენ უნდა გამოვუტანოთ პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის მავნებელ მთავრობას.“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

„საქმე ის არის, რომ ქუთაისში სწორედ ეს რამდენიმე სავაჭრო ცენტრი უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, ამ სიტუაციაში, როდესაც ისედაც ბევრი სამუშაო ადგილია დაკარგული, ამ გადაწყვეტილების მიღება არის ძალიან, ძალიან მავნებლური და ანტიადამიანური სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

მინდა ვუთხრა ქუთაისის მოქალაქეებს, 31 ოქტომბერს ამ ყველაფერს ერთად უნდა დავუსვათ წერტილი.“ - განაცხადა ამირან ძოწენიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42