ამ ნაბიჯით ხელისუფლებამ აჩვენა, რომ შეუძლიათ კიდევ ერთხელ ითანამშრომლონ ისეთ ძალებთნ, რომელთა ინტერესიც არის საქართველოსთვის პრობლემების შექმნა -კაპანაძე
პოლიტიკა - 11:51, 09 Oct, 2020     1076

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საპატიმროში დატოვებას ეხმაურება.

კაპანაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება არის ძალიან დიდი დარტყმა არამარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე, არამედ მთლიანად საგარეო სამეთა სამინისტროს რეპუტაციაზე და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე,

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური მოტივი წინა ხელისუფლების წინააღმდეგ და ამ ორი ქვეყნის მოყვარული ადამიანის დაჭერა არჩევნების შემდგეგ უნდა იქნას გამოძიებული და ყველა უნდა იყოს დასჯილი, ვინც ამ უკანონო გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა.

„ჩვენ გუშინ ვნახეთ სრულიად წარმოუდგენელი რამ, როგორ დატოვეს საპატიმროში ორი ქვეყანაზე შეყვარებული, პარტიოტი და პროფესიონალი ადამიანი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. დატოვეს საპატიმროში ისეთი აბსურდული ბრალდებით, რომელსაც არ გააჩნია, არათუ იურიდიული შინაარსი, არამედ არანაირი მორალური ასპექტი საერთოდ. დატოვეს პატიმრობაში ერთადერთი მოტივით, რომ თავისი პოლიტიკური მოზნები მოიყვანოს სისრულეში და ისევ და ისევ, წინასაარჩევნოდ, გაუგებარი რამ დააბარლოს წინა ხელისუფლებას.

ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამ იურიდიული თავლსაზრისით და არის ძალიან დიდი დარტყმა არამარტო ამ ადამიანების პრესტიჟზე, არამარტო ამ ადამიანების მიერ გაკეთებულ საქმეებზე, ეს არის ძალიან დიდი დარტყმა საგარეო საქმეთა სამინისტროს რეპუტაციაზე და ჩვენი ქვეყნის პოზიციებზე დავით გარეჯთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში და ეს არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე.

ამ ნაბიჯით მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს, რომ შეუძლიათ კიდევ ერთხელ ითანამშრომლონ რუსეთთან, ითანამშრომლონ ისეთ ძალებთნ, რომელთა ინტერესიც არის საქართველოსთვის პრობლემების შექმნა და რუსეთის გაძლიერება საქართველოში. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს თემა თავიდან დაძრა პატრიოტთა ალიანსმა, ეს არის გამოძიება, რომელიც ეფუძნება რუსეთიდან მიღებულ სრულიად გაუგებარ მასალებს, რომელთაც არანაირი იურიდული შინაარსი არ გააჩნია და რის გამოც ადამიანის დაპატიმრება არის აბსოლიტურად წარმოუდგენელი.

ჩვენ გვინდა ვთქვათ, რომ აქვე საზოგადოებას და ამ ორ ადამიანს ვპირდებით, რომ არავითარ შემთვევაში ამ არჩევნების შემდეგ ისინი ციხეში არ იქნებიან, გარდა ამისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ იურიდიულ აბსურდში, ამ უნამუსო გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, აუცილებლად იქნება დასჯილი.

რათქმაუნდა ჩვენ ვართ მომხრე, რომ არ იყოს შურისძიება და პოლიტიკური დევნა, მაგრამ ეს საკითხი სცილდება შურისძიების თემას და პოლიტიკურ თემას და არის კონკრეტული საკითხი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს ორი უდანაშაულო ადამიანის, ორი პატრიოტის გაწირვა.

არავითარ შემთხევაში არ შეიძლება, რომ ვინც ეს გააკეთა დარჩეს დაუსჯელი და ჩვენ, ევროპული საქართველო ყველაფერს ვიზავთ, მას მერე რაც მოხდება ხელისუფლების შეცვლა და გარდამტეხი ცვლილებები ეპოქა და ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება რომ დაძლეული იყოს ეს კრიზისი, ამ ორი ადამიანის საკითხი იქნება გადაჭრილი და ისინი ძალიან მალე გამოვლენ გარეთ და ყველა ვინც ამ გადაწყვეტილებაში მიიღო მონაწილეობა, იქნება დასჯილი.“ -განაცხადა კაპანაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42