უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი - მამუკა ხაზარაძე
პოლიტიკა - 20:35, 08 Oct, 2020     1137

„ლელოს" თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ დავით გარეჯის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა. პოლიტიკური პარტიის ლიდერი თვლის, რომ ეს „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და მიზნად ისახავს არჩევნებზე თავის სასარგებლოდ ქულების დაწერას.

ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საკითხის ასეთი სახით წამოწევა და აჟიტირება ჩვენი სახელმწიფოსთვის დამაზიანებელია. რაც შეეხება პროკურატურას, მამუკა ხაზარაძე უწყებას უნდობლობას უცხადებს.

„როდესაც ჩვენი ორი მეზობელი ქვეყანა არის საომარ მდგომარეობაში, ვფიქრობ, ის, რაც ხდება, მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნოდ ქულების დაწერას შეიძლება დავუკავშიროთ. ძალიან სახიფათო თემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც „ქართული ოცნება" იყენებს მხოლოდ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ვსაუბრობთ ჩვენს მიწებზე და არ ვაპირებთ მის დათმობას, რადგან უდაბნოს მონასტერი ისტორიულად არის არა მარტო საქართველოს კუთვნილება, არამედ თითოეული ჩვენგანის სული და ხორცი. მაგრამ ამას სჭირდება ძალიან სერიოზული ნაბიჯები და არა ის, რასაც „ქართული ოცნება" ახორციელებს. პროკურატურის არ მჯერა, რადგან პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებულია, ეს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ხაზარაძე განმარტავს, რომ პროკურატურას სიმართლესთან კავშირი არ აქვს. აღნიშნული უწყება, „ქართული ოცნების" თაოსნობით, მუშაობს ემოციური ფონის გაღვივებაზე, დავით გარეჯი კი საქართველოსთვის სენსიტიური თემაა. „მხოლოდ მე კი არა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი არ ენდობა პროკურატურას. ახლა მიდის ემოციებზე მუშაობა და ამ ემოციების გაღვივება, "ოცნება" კი ამ ყველაფრის საარჩევნოდ გამოყენებას შეეცდება. თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან სწორად ვერ გათვალეს. ეს არის ძალიან ფაქიზი თემა და სცდება წინასაარჩევნო კალენდარს. თვითონ ის ფაქტი, რომ 14 წლის წინანდელ ამბავს არჩევნების წინ ასაჯაროებენ, მათზე მეტყველებს უარყოფითად, რადგან მთელი 8 წელი ამ ამბით არ ინტერესდებოდნენ და მხოლოდ ახლა, ოქტომბრის არჩევნებისთვის გაახსენდათ. „ქართულმა ოცნებამ" იცის, რომ ის არჩევნებს აგებს და ასეთი სენტიმენტალური საკითხით ცდილობს ხმების მოპოვებას, რაც არის პოპულიზმი," - აცხადებს ხაზარაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42