საქართველო უნდა გადავარჩინოთ არა ერთი თავზეხელაღებული კორუმპირებული მმართველისაგან, არამედ კერპთაყვანისმცემლობისაგან - არმაზ ახვლედიანი
პოლიტიკა - 18:56, 08 Oct, 2020     1100

ევროპული საქართველოს ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ბათუმის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარუდგინეს.

არმაზ ახვლედიანის თქმით, უნდა დასრულდეს თავზეხელაღებული, კორუმპირებული მმათველების ძალაუფლება და მასთან ერთად უნდა დასრულდეს ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა, რადგნა ამის გარეშე ეს არის ცხრათავიანი გველეშაპი, რომელსაც საზოგადოება შესაძლოა ვერასდროს მოერიოს.

„სადაც არ გაიხედავ, საითაც არ გაიხედავ, აღმოაჩენ, რომ წართმეული გაქვს სამშობლო, ქალაქი, შენი უბანი, ბაშვობა. მე არ მინდა ასეთი ქალაქი, ასეთ ბათუმში ცხოვრება, აღარ მინდა აჭარაში და ასეთ ღირსებააყრილ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც არავინ დაეძებს შენს უფლებას, სადაც გაზულუქებული კლასი, მებატონე ფეოდალებისა, მხოლოდ იმიტომ, რომ ძირგამომპალი ძალაუფლება შეინარჩუნონ და მოპარული ქონება როგორმე გაიმრავლონ, მზად არიან, რომ ოპონენტებს მტრები უწოდონ, ქალაქი ასე დაგვიმახინჯონ, გაგვინადგურონ, კულტურულ მემკვიდრეობას ასე აქციონ ზურგი.

გაბედულებაა საჭირო, რადგან დაგვიდგა დრო, როდესაც საქართველო უნდა გადავარჩინოთ და ის უნდა გადავარჩინოთ არა ერთი თავზეხელაღებული კორუმპირებული მმართველისაგან, რომელმაც მიიტაცა ქვეყანა და ძალაუფლება, არამედ უნდა გადავარჩინოთ ყოველგვარი იზმისგან, კერპთაყვანისმცემლობისაგან, რადგან ამის გარეშე ეს იქნება ცხრათავიანი გველეშაპი, რომელსაც ჩვენ შესაძლოა ვერასდროს ვერ მოვერიოთ.

დღეები დარჩა ამ ფუნდამენტური, ძირეული ცვლილებების დაწყებამდე, სულაც დღეები და ევროპული საქართველო, შინაარსით ევროპული საქართველო არის ის საყრდენი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვათქმევინებს, ძირს უკანმოუხედავად ყოველგვარი იზმი და კერპთაყვანისმცემლობა, გაუმარჯოს ლაღ, თავისუფალ, გამარჯვებულ, სამართლიან ბათუმს და საქართველოს.“ -განაცხადა ახვლედიანმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42