პატრიოტთა ალიანსმა საკითხის გარშემო ხმაური ჯერ კიდევ გასული წლის ზაფხულში დაიწყო - 2019 წლის 11 ივნისს პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში წამოაყენეს გარეჯის თემაზე გამოძიების დაწყების სურვილი და პროკურატურას ამ საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სურვილი გამოთქვეს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შექმნილიყო და ამ საკითხით სერიოზულად დაინტერესებულიყვნენ.
განცხადების გაკეთებიდან მალევე თბილისში პატრიოტთა ალიანსის აქცია გაიმართა, სადაც პარტიის ლიდერებმა საზოგადოება „დავით გარეჯის დასაცავად“ შეკრიბა.
სცენის უკან, ეკრანზე გამოსახული იყო რუკა, სავარაუდოდ, სწორედ 1938 წლით დათარიღებული. თარხან-მოურავი კი პირდაპირ აცხადებს, სად გადის საზღვარი და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მიწების გაყიდვის გამო. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ რუკის გამოუყენებლობასა და დედანის დამალვას ედავებიან ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც "საქართველოს ტერიტორიის ნაწილის უცხო ქვეყნისთვის გადასცემის გამო" ბრალი წარუდგინეს.
მასალის გამოყენების პირობები






