დღეს ჩვენ ვართ ფუფუნებაში მაცხოვრებელი მთავრობის სიღატაკეში მაცხოვრებელი მოსახლეობა - ბაქრაძე
პოლიტიკა - 18:13, 08 Oct, 2020     587

ევროპული საქართველოს ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ, ბათუმის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარუდგინეს.

ბაქრაძის თქმით, დღეს ქვეყანა არის მძიმე გაჭირვებაში, ხოლო ამ დროს ხელისუფლება არ იკლებს ფუფუნებას. ბაქრაძის თქმით, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს გარდამტეხი ცვლილებებით, რათა მთავრობა ორიენტირებული იყოს ხალხზე და არა მის კეთილდღეობაზე.

„როდესაც ვსაუბრობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება ქვეყანასაც, ბათუმსაც, აჭარასაც და თითოეული ჩვენგანის ოჯახს.

რა არის ეს გარდამტეხი ცვლილებები? პირველ რიგში ეს არის იმ ხელის ჩაქნევის, უიმედობის, ნიჰილიზმის დამარცხება, რომელიც ამ ქვეყანას მოუტანა ივანიშვილმა და ოცნებამ. დღეს სადაც მივიდვარ, ყველა კითხულობს - გვეშველება რამე? გვეშველება, 23 დღეში გვეშველება, ოღონდ ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიტანოთ ცვლილებები ამ ქვეყანაში.

ამ უიმედობის ოკეანიდან გამოსასვლელად გვჭირდება სწორდ ისეთი კომპასი და გზის მაჩვენებელი, როგორიც ევროპული საქართველოა, ქვეყნის ეკონომიკის ფეხზე დასაყენებლად გვჭირდება სწორედ ისეთი გზის მაჩვენებელი, როგორიც ევროპული საქართველოა. დიახ, ჩვენი ამოცანაა ეს ქვეყანა გამოვიყვანოთ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან, ჩვენი ვალდებულებაა შევქმნათ 100 000 ახალი სამუშაო ადგილი, შევამციორთ გადასახადები და თითოეულ ოჯახს დავუზოგოთ 2000 ლარი, დავეხმაროთ ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებს და ამისათვის გავაორმაგოთ პენსია, სოციალური დახმარება და დევნილთა დახმარება. ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავეხმაროთ საქართველოს სწორ განვითარებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ქალაქს და სოფელს დარჩეს მეტი შემოსავალი და ნაკლები წაიღოს მთავრობამ თავისი ბიუროკრატიული ხარჯისათვის.

გარდამტეხი ცვლილება ნიშნავს იმას, როდესაც ხალხი ცხოვრობს კარგად და მთავრობა მოკრძალებულად. დღეს ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი პირიქით ხდება, ჩვენ ვართ მდიდარი მთავრობის ღარიბი ქვეყანა, ფუფუნებაში მაცხოვრებელი მთავრობის სიღატაკეში მაცხოვრებელი მოსახლეობა. ეს უნდა შეიცვალოს და ამას სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები.“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42