როდესაც ვსაუბრობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, ცვლილება უნდა მოხდეს პოლიტიკაში, რომ აღარასოდეს იყოს მთავრობა ხალხის ბატონი და იყოს მათი მსახური - უგულავა
პოლიტიკა - 17:51, 08 Oct, 2020     561
ევროპული საქართველოს ლიდერებმა, დავით ბაქრაძემ და გიგი უგულავამ ბათუმის მოსახლეობას პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარუდგინეს.

გიგი უგულავს თქმით, დღეს არსებულ ჭაობს სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, რომელიც მოხდება ყველა სფეროში.

„ჩვენ ვხედავთ ჩაფლავებულ მთავრობას, რომელიც მხოლოდ კეკლუცობს პანდემიასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ ამასაც დავძლევთ, მაგრამ დასაძლევი გვექნება ის გაფუჭებული საქმეები, რასაც მთელი ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით ნაბიჯ-ნაბიჯ.

ჩვენი ეკონომიკა მოისპო და ეს განსაკუთრებით აქ, ბათუმში არის შესამჩნევი, რადგან ბათუმი რეგიონის მაგალითია განვითარების, მაგალითია ჩვენი მეზობლებისათვის, მთელი რეგიონისათვის და ეს ტკივილი კარგად ჩანს ბათუმში. უმუშევრობა, გაზრდილი ფასები, გავარდნილი ლარი და უპერსპექტივობა, ეს არის მთავარი თემები, რაც იმ ადგილას, სადაც ყველაფერი პირიქით უნდა იყოს, სადაც ყველაზე მეტი სამუშაო უნდა იქმნდებოდეს, სწორედ იქ, ყველაზე მეტად გაუჭირდა ჩვენ მოქალაქეებს.

ამიტომ, ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ფუნდამენტური არჩევანი, გადავტეხავთ თუ არა ამ მარაზმს წელში, იქნება თუ არა გარდამტეხი ცვლილებები ამ ქვეყანაში თუ კვლავ დავრცებით ჭაობზე შემდგარი, რომლებიც ვიქნევთ ხელებს, გვგონია, რომ ამოვალთ ამ ჭაობიდან და სინამდვილეში ამ ჭაობში ვეფლობით. ეს არჩევნები იქნება წინსვლის არჩევნები. ეკომომიკა არის ველოსიპედზე მჯდომი ადამიანისავით, ატრიალებს პედლებს და მიდიხარ, როგორც კი პედლები გაჩერდება იმ წამსვე ჩერდება, ესე გააჩერა და წააქცია ივანიშვილმა საქართველოს ეკონომიკა და თუ ჩვენ გარდამტეხ ცვლილებებს არ შევიტანთ და პირველ რიგში ეს ეხება ეკონომიკას, რადგან პანდემიის გამოწვევის შემდეგ, ჩვენ გვაქვს შანსი ჩვენი ქვეყანა ახლიდან შევთავაზოთ მსოფლიოს, როგორც დაბალი გადასახადების ქვეყანა, რეგიონში საუკეთესო სასამართლოს ქვეყანა, სადაც ადამიანს შეეძლება საკუთარი სიმართლის დადგენა, შევთავაზებთ ქვეყანას, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია, სადაც ადამიანს პატივს სცემენ.

ამ დროს ჩვენ ვხედავთ მარაზმს, გათიშულობას, ეროვნული ინტერესების ფეხქვეშ გათელვას და ისეთი რისკების გაწევას, რომლებმაც შესაძლოა ჩვენი სახელმწიფოებრიობა ჩამოანგრიოს და ეს დაუშვებელია. როდესაც ვსაუბრობთ გარდამტეხ ცვლილებებზე, ცვლილება უნდა მოხდეს ეკონომიკაში, სოციალურ სფეროში, პოლიტიკაში, რომ აღარასოდეს იყოს მთავრობა ბატონი, და იყოს მთავრობა მსახური.“ -განაცხადა უგულავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42