“ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის დედას არა სამსახურიდან წასვლა, არამედ მისი მოვალეობის შესრულება შეეთავაზა "- სპეციალური პენიტენციური სამსახური
პოლიტიკა - 17:23, 08 Oct, 2020     775
2020 წლის 8 ოქტომბერს ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს დედამისს N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია სამსახურის დატოვებას აიძულებს.

"დღეს დედაჩემს დაურეკა N18 ციხის დირექტორმა და განუცხადა, რომ განცხადება უნდა დაწეროს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ",- წერს კობაიძე.

ამის შესახებ სპეცეციალური პენიტენციური სამსახური განცხადებას ავრცელებს.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის სიცრუე. სინამდვილეში ალექსანდრე კობაიძის დედას, თ.მ.-ს არავინ აიძულებს სამსახურიდან წასვლას. მას მხოლოდ იმ სამუშაოს შესრულება შეეთავაზა, რასაც მისი პოზიცია ითვალისწინებს და რაზეც მან განაცხადა უარი. კერძოდ, თ.მ. 2017 წლის 10 ივლისიდან დღემდე უკავია N18 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის თანამდებობა. მის ფუნქციებში შედის ელექტროგაყვანილობის, ელექტრომოწყობილობების, სავენტილაციო ძრავების, ასევე საკნებში/პალატებში ელექტრომოწყობილობების, გარე განათების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ხარვეზის აღმოფხვრა, ასევე, შედუღება, ინვენტარის შეკეთება, საკანალიზაციო სისტემის გამართული მუშაობა და ა.შ. თუმცა დღემდე იგი ასრულებდა კანცელარიის თანამშრომლის ფუნქციებს და არა იმ მოვალეობებს, რასაც მის მიერ დაკავებული პოზიცია ითვალისწინებდა და რა სამუშაოს შესრულებაზეც დანიშვნის დროს მას ხელი აქვს მოწერილი. შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან კოვიდ-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, პენიტენციური დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომლებსაც პატიმრებთან უშუალო შეხება არ აქვთ (დაწესებულებების კანცელარიის, ბუღალტერიის თანამშრომლები და ა.შ.), დაწესებულებების პერიმეტრის გარეთ, სპეციალურად მათთვის მოწყობილ სამუშაო სივრცეში ასრულებენ სამუშაოს და დადიან მორიგეობით. სამსახურში მყოფი თანამშრომლები ასრულებენ იმათ უფლება-მოვალეობებს, ვინც იმ მომენტისთვის სამსახურში არ იმყოფება. ამ პრინციპიდან გამომდინარე და იმ მიზეზით, რომ თ.მ.-ს არ აქვს კომპიუტერის საოფისე პროგრამებთან მუშაობის უნარები (მუშაობდა მხოლოდ მატერიალური სახით დოკუმენტებთან), შესაბამისად, ვერ შეასრულებდა სამუშაოს დისტანციურად, იგი მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან სამსახურში არ გამოცხადებულა. ამჟამად კი, ვინაიდან N18 პენიტენციურ დაწესებულებაში დგას ადმინისტრაციული განყოფილების დამხმარე მოსამსახურის საჭიროება, ქალბატონ თ.-ს შეეთავაზა მისი პოზიციით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელება, რაზეც მან განაცხადა უარი იმ მოტივით, რომ ამ საქმის შესრულება არ შეუძლია. ამასთან, მას დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადებით დაწესებულების ადმინისტრაციისთვის არ მიუმართავს. ამიტომ მასზე ზეწოლა და მისი სამსახურიდან წასვლის იძულება არის სრული სიცრუე და ადვოკატ კობაიძის მიერ პენიტენციური სამსახურის მიმართ გამოთქმული მორიგი ცრუ ბრალდება."- სპეციალური პენიტენციური სამსახური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42