დაივიწყეთ ცენზურა - რა ხდება სამთავრობო ტელევიზიაში (იმედის დირექტორი სკანდალში ეხვევა)
საზოგადოება - 16:46, 08 Oct, 2020     2732
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქართია ტელეკომპანია „იმედის“ დირექტორს ნიკოლოზ ლალიაშვილს ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევას ედავება, რომლის მიხედვითაც დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს განცხადებით ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მიმართა.

საქმე ეხება 2019 წლის დეკემბრიდან, 2020 წლის მარტამდე პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჟურნალისტების განცხადებით, ტელეკომპანია „მაესტროში“ მუშაობისას ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში უხეშად ჩაერია და საბოლოოდ აიძულა, დაეტოვებინათ ტელეკომპანია.

ქარტიის საბჭოს თქმით, ლალიაშვილს სხდომაში მონაწილეობა არ მიუღია და არც საპასუხო წერილი წარუდგენია.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ლალიაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ბიზნესის სიახლეების პროდიუსერს და გადაცემის წამყვანს „ხელისუფლების მიმართ კრიტიკული სიუჟეტებისთვის“ უსაყვედურა და გასცა დირექტივა, თუ ვის სასარგებლოდ უნდა ემუშავა მთელს გუნდს.

ასევე, „იმედის“ დირექტორმა ცხოვრებოვას კონკრეტული სიუჟეტების გაშვება აუკრძალა, რომელიც „მაღლივის საბაგიროს“ ეხებოდა, რადგან „მერიაში ამ საკითხზე ნერვიულობდნენ“. რედაქციამ აღნიშნული თემა მაინც გააშუქა.

განმცხადებლაბმა მტკიცებულების სახით წარმოადგინეს აუდიოჩანაწერი, რომელიც ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს ასახავს:

"[2019 წლის 24 დეკემბრის შეხვედრა] ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული. [...] ჟურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი კიდევ ერთხელ გამორიცხავს ამ პრინციპს და ეუბნება მას: ახლა ამ არხს გაუჩნდა პოზიცია, ანუ არის მიკერძოებული. არხს აქვს პოზიცია, ეს პოზიცია არის ანტი-ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ძალიან მკაფიო პოზიციაა რა, ამ არხს გაუჩნდა პოლიტიკა, სუნი, ფერი, გემო, რაც აქამდე არ ჰქონდა, იყო სტერილური, ანუ დაბალანსებული".

აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი მცდელობის მიუხედავად, განმცხადებლებმა ვერ მიიღეს სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტია და ამიტომ, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერეს.

აუდიოჩანაწერები ნახეთ აქ

აუდიოფაილი 1

აუდიოფაილი 2

აუდიოფაილი 3





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42