ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმის გარშემო - ირაკლი კობახიძე გარეჯის თემაზე
პოლიტიკა - 16:52, 08 Oct, 2020     773
„გამოძიება აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიდეს იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს სიმართლე იმასთან დაკავშირებით, თუ ვის რა განზრახვა ჰქონდა ამ საქმის გარშემო. საქმის ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი, მათ შორის იმასაც, თუ რატომ კეთდებოდა ძალიან საეჭვო განცხადებები თავს დროზე, თუნდაც მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომელიც პირდაპირ აცხადებდა, რომ გარეჯის კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი არ იყო საქართველოს ტერიტორიაზე",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.


ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველა გარემოებას უნდა მოეფინოს ნათელი. და გაირკვეს თუ რატომ კეთდებოდა ასეთი განცხადებები იმ ფონზე, როდესაც საეჭვო გარიგებები იდებოდა, საეჭვო ქმედებები ხორციელდებოდა სხვადასხვა დონეზე. მისივე თქმით, გუშინ რადიკალური ოპოზიციური ძალების მიერ ხელისუფლების წინაღმდეგ გაკეთებული განცხადებები იყო მათი ერთგვარი ლუსტრაცია. ირაკლი კობახიძის შეფასებით, მსგავსი ქმედებები არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, არამედ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება.

„ლუსტრაცია უკვე სახეზეა. რაში უნდა გაინტერესებდეს პოლიტიკურ ძალას ასეთი ორკესტრირებული შტურმი, რაც განხორციელდა გუშინ ხელისუფლების წინააღმდეგ, თუ რაიმე არა გაქვს დასამალი და საეჭვო ძალიან ბევრი რამ არის ამ მოცემულობაში, მით უმეტეს იმ საეჭვო განცხადებების გათვალისწინებით, რომელიც კეთდებოდა მაშინდელი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მხრიდან. ბევრი საეჭვო გარემოებაა, აქედან გამომდინარე, თუ გაგრძელდება მათი მხრიდან ლუსტრაცია, ეს ბუნებრივია დაეხმარება გამოძიებას. გუშინდელი დღე იყო ლუსტრაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღე.

არავითარი კავშირი ამ გამოძიებას არ აქვს იმ საკითხებთან, რომელზეც საუბრობენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მით უმეტეს, ესენი არიან ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც ძალიან ცუდად აქტიურობდნენ თავის დროზე, როდესაც გააქტიურდა მსჯელობა გარეჯის თემაზე. ეს არის არა მარტო ორმაგი სტანდარტი, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება. აქედან გამომდინარე, როგორია სახელმწიფოებრივი მოქმედება ამ რადიკალური ოპოზიციისგან, ნაცმოძრაობისგან ნამდვილად არ გვესწავლება. თვითონ მიხედონ საკუთარ საქმეს",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42