100 მლნ აშშ დოლარი covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შესაძენად- მსოფლიო ბანკის დახმარება საქართველოს
პოლიტიკა - 15:41, 08 Oct, 2020     813
მსოფლიო ბანკი გამოთქვამს მზაობას, საქართველოს გაუწიოს მხარდაჭერა, რათა ქვეყანას მალევე ჰქონდეს წვდომა covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე, მას შემდეგ, რაც ის ბაზარზე გამოჩნდება, - ამის შესახებ ითქვა ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანსა და ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე პრეზიდენტ ანა ბიერდეს შორის გამართული შეხვედრისას.

შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში შედგა და მასზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე.

ფინანსთა მინისტრის მხრიდან ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც მსოფლიო ბანკის ჯგუფს მიუძღვის COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში. როგორც ცნობილია, მსოფლიო ბანკის დახმარებით, საქართველომ შეიძინა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის საჭირო სამედიცინო აღჭურვილობა და მასალები.

მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა covid-19-ის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მსოფლიო ბანკის მხარდაჭერა ამ პროცესში.

საუბარი შეეხო, მსოფლიო ბანკის დახმარებას ქვეყნის ეკონომიკის აღდგენისა და რეფორმების გაგრძელების პროცესში. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკი საქართველოს გამოუყოფს 100 მლნ აშშ დოლარს, რომელიც მიიმართება მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე.

მხარეებმა, ასევე, ყურადღება გაამახვილეს რეფორმებზე, სადაც მსოფლიო ბანკი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. საუბარია მსოფლიო ბანკის გლობალურ ინიციატივაზე „ადამიანური კაპიტალის განვითარების პროექტის შესახებ", რომელიც ითვალისწინებს ინტენსიური რეფორმების განხორციელებას განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში. მსოფლიო ბანკმა ასევე გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს სახელმწიფო საწარმოების რეფორმის პროცესში - მსოფლიო ბანკის ჯგუფიდან საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია იქნება ის ძირითადი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ქვეყანას გაუწევს დახმარებას აღნიშნული რეფორმის ეფექტიანად განხორციელების პროცესში.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ქვეყანა შეძლებს სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევები და გააგრძელოს დაწყებული რეფორმები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42