„დანაშაული არ არსებობს, შეთითხნილი დანაშაულია, უნდათ პოლიტიკურად რაღაც ააგორონ, რომ იმ ხელისუფლების დროს ვითომ, რაღაც დანაშაული მოხდა, რომ ისინი არიან სისხლისმსმელები, მიწის გამყიდველები და ჩვენ ფრთიანი ანგელოზები ვართო. იმ ხალხმა, ვინც საქმეში ჩახედული არაა, შეიძლება იფიქროს, არიქა, ისინი არ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ესენი იყვნენო და ხმებს მოიპოვებენ. ყოველი არჩევნების წინ რაღაც სპექტაკლს დგამენ. ადვოკატს ვუთხარი, ბინას ჩავდებ, რომ გირაოთი გამოუშვან-მეთქი. ჩემი მეუღლე გირაოს არ ეთანხმება, მე კი ამაზე უარის თქმა არ მიმაჩნია გამართლებულად", - განაცხადა თამარ სულაძემ.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
მასალის გამოყენების პირობები






