ბრალდებულებმა შეგნებულად არ გამოიყენეს რუკები და კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება - დავით გარეჯის საქმის პროკურორი
პოლიტიკა - 14:03, 08 Oct, 2020     896
დავით გარეჯის საქმის პროკურორის მიხეილ სადრაძის განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულმა ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე შექმნა. მისივე განცხადებით, მელაშვილიც და ილიჩოვაც მიზანმიმართულად მოქმედებდნენ:

„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის ფაქტზე ორი პირი დააკავა, დღეს მოხდა მათთვის ბრალდების ოფიციალურად წარდგენა. წარსადგენი ბრალდება გულისხმობს ბრალდებულების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედების ჩადენას, რაც მიმართული იყო საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისკენ. ბრალდებულების მიერ ჩადენილმა დანაშაულებრივმა ქმედებებმა შექმნა საფრთხე ისტორიული ტერიტორიების დაკარგვის, რომელიც დაახლოებით, 3 500 ჰა შეადგენს. უამრავი საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებაა ჩატარებული, დაკითხულია ათეულობით მოწმე, ასევე არსებობს ექსპერტიზის არაერთი დასკვნა, მოპოვებულია რელევენტური კარტოგრაფიული მასალა, რუკები და მათი ანალიზის საფუძველზე ნამდვილად არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, იმისა, რომ ბრალდებულებს ბრალი წარდგენოდათ.

მთავარი გარემოებაა შემდეგი, ბრალდებულებმა განზრახ, საქართველოს საწინააღმდეგოდ შეგნებულად არ გამოიყენეს ისეთი რუკები, რომელიც რეალურად ისტორიულად საქართველის მიკუთვნებულ საზღვრებს და მონაკვეთებს საქართველოს ფარგლებში აქცევდა. მათ ამ კარტოგრაფიულ მასალას განზრახ გაუკეთეს იგნორირება.

საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან გადმოგზავნილი ინფორმაცია და მასალები. ამ ინფორმაციის დამუშავება და შესწავლა მოხდა საგამოძიებო ორგანოს მიერ. საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის მოძიება და გამოკითხვა ბუნებრივია, მოხდა. ყველა მტკიცებულება კანონმდებლობის სრული დაცვით იქნა მოპოვებული. საქმეში მოპოვებული ინფორმაციით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ განზრახ და შეგნებულად. რაც შეეხება სხვა ვერსიებს, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ გამოძიებას", - აცხადებს სადრაძე.

შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42