„სააკაშვილისთვის ტრეფიკინგის ან ორგანოების მოჭმის დაბრალება უფრო ახლო იქნებოდა და შედეგსაც უფრო გამოიღებდა, ვიდრე დავით გარეჯის საქმეში მისი ბრალეულობა. ამ აბსურდს, როცა ტერიტორია არავის გაუსხვისებია, ჯობდა სხვა რაღაცები გაეკეთებინათ. მიხეილ სააკაშვილს შეიძლება დააბრალონ, რომ გვირაბი გაყავდა ბომბეიდან ბრიუსელამდე ან არ ვიცი, ყველაფერი შესაძლებელია დაბრალების თვალსაზრისით. ჩვენი ხელისუფლების რიტორიკას რთულად მივყვებით, ლოგიკა არაფერში არსებობს, სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავი საქმეა და ვერანაირი შედეგი ვერ დადგება, რეალურად ამ საქმისგან არაფერი გამოვა და ვერავის ბრალი ვერ დადასტურდება. სახელმწიფო ტერიტორიების გასხვისების სკითხზე მისი ბრალეულობა პოლიტიკურადაც აბსოლუტურად აბსურდული და შტერული გადაწყვეტილებაა. ვიმეორებ, გარდა იმისა, რომ ეს საკითხი არის მიუღებელი, ასევე საკმაოდ რთული შედეგით შეიძლება დასრულდეს საქართველოსთვის, თან მიმდინარეობს ომი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. როდესაც ეს ომიც დასრულდება და არჩევნებიც დასრულდება, აზერბაიჯანთან უნდა გავაგრძელოთ საზღვრის დელიმიტაცია და ამიტომ ეს ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ იქნება გამოყენებული და რატომ აკეთებენ ამას - ჭკუის ნაკლებობის გამო თუ უნდათ, რომ ვღაცასთან გამოიჩინონ თავი და აი, კიდევ ერთი არგუმენტი სააკაშვილის წინააღმდეგ - ეს ქვეყნის წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.
ჩვენს წინააღმდეგ ამ საქმის გამოყენება გულისხმობს იმას, რომ აზერბაიჯანთან ამ კომისიას თავისი ფუნქციონირების წესები აქვს და ამ მოლაპარაკებებზე სისხლის სამართლებრივი საქმით ზეგავლენის მოხდენა ეს არ არის მიღებული პრაქტიკა და არც ერთ შემთხვევაში შედეგს არ გამოიღებს“, - განაცხადა ჟღენტმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".
მასალის გამოყენების პირობები






