ადმინისტრაციის ფუნქციაში ჩარევა და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხების მცდელობა - ცესკოს საგანგებო განცხადება
პოლიტიკა - 13:53, 08 Oct, 2020     895
ცენრალური საარჩევნო კომისია ადმინისტრაციის ფუნქციაში ჩარევისა და საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის შეფერხებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში, ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას.

„ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შემოვიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით, უკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს და ეუბნებიან ცრუ ინფორმაციას, რომ მათი მისვლა უბანში საჭირო არაა კონკრეტულ დღეს. ამასთან, აძლევენ კომისიის წევრისთვის შეუსაბამო დავალებებს.

სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად, რათა წევრებმა არ შეასრულონ მათზე დაკისრებული ფუნქცია/მოვალეობები და არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანში; ამასთან, ცალკეულ შემთხვევებში, შეუსაბამო დავალებების გაცემით იკვეთება საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაციის დაზიანების მცდელობა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე დაფიქსირდა ერთ-ერთი პარტიის წარმომადგენლის, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ტრენინგზე შეჭრისა და მისი ჩაშლის ფაქტი.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ თუ დაინტერესებულ მხარეს, არ ჩაერიონ საარჩევნო ადმინისტრაციის ფუნქციებში, ნუ შეეცდებიან საარჩევნო უბნის საქმიანობის შეფერხებას ან ჩაშლას, რათა საარჩევნო ადმინისტრაციას მიეცეს შესაძლებლობა მოემსახუროს ამომრჩევლებს და კანონმდებლობის შესაბამისად განახორციელოს საარჩევნო ღონისძიებები.“- აცხადებს ცესკო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42