საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა
პოლიტიკა - 13:18, 08 Oct, 2020     770

2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. ამის შესახებ „მწვანე ალტერნატივა" აცხადებს, რომ საზოგადოებასთან კონსულტაციისა და სათანადო შეფასების გარეშე ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის გაშენება უკანონოა და მოუწოდებს მერიას შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები.

"2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად შეიცვლება არსებული ტერიტორიის ფუნქციური დანიშნულება და ლანდშაფტი, რაც ბუნებრივი მწვანე საფარის შენობებით, ასფალტითა და ბეტონით, ავტოსადგომებით, ძვირადღირებული დეკორატიული მცენარეებით ჩანაცვლების ხარჯზე მოხდება. მერიის გეგმა რადიკალურად განსხვავდება საზოგადოების იმ ნაწილის ხედვისგან, რომელიც წლების განმავლობაში ითხოვდა იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობას, სადაც შენარჩუნებული იქნებოდა ბუნებრივი გარემო, მოსახლეობას შეეძლებოდა ჩვეული სპორტული აქტივობების გაგრძელება, გაშენდებოდა არა დეკორატიული, არამედ, ეკოლოგიური ფუნქციების მქონე ადგილობრივი სახეობები, რომელთა მოვლა გაცილებით იაფი დაუჯდება ქალაქის ბიუჯეტს.

მომდევნო დღეს, 2020 წლის 7 ოქტომბერს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ "თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაოები 19 ოქტომბრიდან დაიწყება, რაც, დაახლოებით, ორ წელს გაგრძელდება".

თბილისის მერიის ქმედებები ზღუდავს საქართველოს მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო სივრცით სარგებლობისა და გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის უფლებებს, ეწინააღმდეგება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი; ასევე, 10 ჰექტარზე ან მეტ ფართობზე გასართობი პარკის გაშენება ექვემდებარება კოდექსით გათვალისწინებულ სკრინინგის პროცედურას. ეს, კი, ნიშნავს, რომ:

· თბილისის მერია ვალდებულია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგინოს იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობის დაგეგმილი პროექტის შესახებ ინფორმაცია (ე.წ. სკრინინგის განცხადება);

· სამინისტრო ვალდებულია, მიიღოს გადაწყვეტილება, ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასებას (გზშ-ს);

· სამინისტრო, ასევე, ვალდებულია, კოდექსით დადგენილი წესით, უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ უკვე დაარღვია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, როდესაც ქალაქის გარემოსა და თბილისის მაცხოვრებელთათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ჯერ მიიღო და მხოლოდ ამის შემდეგ აცნობა ის საზოგადოებას. მერიამ, ამით, დაარღვია ორჰუსის კონვენციის[1] მოთხოვნები, რომლის თანახმად, საზოგადოების მონაწილეობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ადრეულ ეტაპზე, როდესაც ვარიანტები ღიაა და საზოგადოებას აქვს მასში ეფექტური მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა; საზოგადოების მონაწილეობის შედეგებს კი, ჯეროვანი ყურადღება უნდა დაეთმოს.

მოვუწოდებთ თბილისის მერიას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები და არ დაიწყოს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები."- აცხადებს "მწვანე ალტერნატივა".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42