გარეჯის საქმე და ზალკალიანის პასუხი ელჩ გიგიაძეს: “უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა”
პოლიტიკა - 13:21, 08 Oct, 2020     1251

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩის, გიგი გიგიაძის მხრიდან საზღვრის დელიმიტაციის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის მხარდამჭერი განცხადების გამოპ გაკვირვებულია.

“ელჩის გამოხმაურება მეც გამიკვირდა, რადგანაც იცით, რომ ჩვეულებრივი კოლეგიალურობიდან გამომდინარე, ელჩი როდესაც რამე სახის განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს, ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რა მდომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე… ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ეს განცხადება “ფეისბუქ” პოსტის სახით გამოაქვეყნა. ალბათ, ეს მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ.

სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და გვექნება ამ თემაზე საუაბრი. ვინ თუ არა, პირველ რიგში მე ვწუხვარ ამაზე, როგორც ამ უწყების ხელძღვანელი, როგორც ადამიანი, რომელსაც 28-წლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს ამ სტრუქტურაში და ვფიქრობ, რომ გამოძიება ყველა არსებულ კითხვას შესაბამის პასუხს გასცემს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალ;კალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავება მისთისაც ემოციური იყო.

“ეს პირადად ჩემთვისაც და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვის ემოციურად ძალიან რთულად აღსაქმელი იყო. ჩვენ ყველა ვწუხვართ, რომ სამინისტროს თანაშრომელია ამ გამოძიების პროცესში. მე მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ გამოძიების პროცესში ყველა იმ არსებულ კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, გაეცემა პასუხი. განსაკუთრებით ემოციურია ეს ჩემთვის, რადგანაც მე 28 წელია ამ სისტემის ნაწილი ვარ. ყველა ადამიანს, რომელიც ამ სისტემაში მუშაობს, ძალიან კარგად ვიცნობ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, სასამართლო პროცესი სანამ არ დასრულდება, მათი უფლებები დაცული იყოს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე Facebook-ზე გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრების ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას დაკავებას ეხმაურება და მათ სრულ მხარდაჭერას უცხადებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42