"მოვუწოდებ კალაძესა და მის ზონდერ ბრიგადებს, არ გაბედოთ დაჯარიმება, ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ხალხმრავალ პროტესტს" - სერგო ჩიხლაძე
პოლიტიკა - 13:17, 08 Oct, 2020     728
„სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პოლიტიკური მოძრაობა და მათი მხარდამჭერები განაგრძობენ საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით ხელმოწრების შეგროვებას. ჩიხლაძის თქმით, დედაქალაქის მერისა და მისი ზონდერ ბრიგადების მხრიდან ძალადობის განმეორების შემთხვევაში „სტრატეგია აღმაშენებლისგან" და მათი მხარდამჭერებისგან მიიღებენ ხალხმრავალ პროტესტს მერიასთან, ამასთან სერგო ჩიხლაძე კალაძეს ურჩევს დადგეს მოქალაქეების სამსახურში და შეეშვას ახალგაზრდები ცემა-ტყეპასა და ცალკეული საბანკო თუ სამშენებლო ბიზნესის ლობირებას.

"სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი და ჩვენი ახალგაზრდები ვაგრძელებთ ხელმოწერების შეგროვებას საბანკო სესხების განახევრებასთან და პენსიონრებისთვის საბანკო სესხზე პროცენტის ჩამოწერასთან დაკავშირებით . უკვე შეგროვებულია 80 000 ხელმოწერა და მერიის მხრიდან, პირადად ბატონი კალაძის მხრიდან ხელის შეშლისა და ძალადობის მიუხედავად, ჩვენ ვაგრძელებთ ხალხისთვის სამსახურს. მაგრამ თუ კვლავ გაგრძელდება დაჯარიმებები, ხელის შეშლა, ძალადობა ბატონი კალაძის მხრიდან ჩვენ ვპირდებით მას ძალიან მკაცრს პასუხს , ის მიიღებს ძალიან დიდ პროტესტს თავის ოფისთან, მერიასთან, როგორც ეს იყო ორი დღის წინ. მივმართავ პირადად ბატონ მერს, შეეშვას ცალკეული ბანკების, ცალკეული თავისი ბიზნესების, მათ შორის სამშენებლო ბიზნესების ლობირებას, მფარველობას და დადგეს საკუთარი მოქალაქეების სამსახურში . თქვენ წარმოგიდგენიათ ჩვეულებრივ კითხვარებს ვავსებთ, ნებისმიერი ადამიანი რომ გავიდეს და კითხვარი შეავსოს ქუჩაში გნებავთ პოლიტიკური, აპოლიტიკური მას დააჯარიმებენ? მას თავპირს დაამტვრევენ? ახოხიალებენ ასფალტზე? არა, მაგრამ როგორც კი საქმე შეეხო საბანკო სესხებს, სესხებზე მაღალი პროცენტების ჩამოწერას, იქ მაშინვე გამძვინვარდა კალაძის ზონდერ ბრიგადები, გავეშებული მოვარდა მერიის სამსახური და ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს თავპირი დაალეწეს, რატომ? იმიტომ რომ, ეს ეხება უშუალოდ მათ ინტერესებს, ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების ფინანსურ ინტერესებს, ბატონ კალაძის ინტერესებს და სხვა მაღალჩინოსნების ინტერესებს. ასე რომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ, არ გაბედოთ არც დაჯარიმება, არც ჩვენი მხარდამჭერების ცემა, დაკავება, ძალადობა წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებთ ძალიან მკაცრ და ხალხმრავალ პროტესტს თქვენს ოფისთან, მერიასთან," - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42