წინა ხელისუფლებასთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგი მცდელობა და ხელოვნურად წამოწყებული ავანტურისტული ქმედებები - "დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაცია" ივერი მელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით
პოლიტიკა - 11:11, 08 Oct, 2020     1189

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელის - ივერი მელაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით - „დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ - გელა კვაჭანტირაძემ გააკეთა შემდეგი განცხადება:

„დამოუკიდებელ პოლიტიკურ ექსპერტთა ასოციაციას მიაჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ წინასაარჩევნო პერიოდის დასკვნით ეტაპზე წამოწყებული ეს აშკარად ავანტურისტული კამპანია, რომელიც ეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის 10 წლის წინანდელი სამუშაო პროცესის დეტალების სრულიად გაუგებარ რევიზიას, პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას და აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელის - ბ-ნი ივერი მელაშვილის დაკავებას, არის არჩევნებში ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მის მთავარ კონკურენტთან - წინა ხელისუფლების მმართველ პარტიასთან და მის ლიდერთან - საქართველოს მესამე პრეზიდენტთან - მიხეილ სააკაშვილთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მორიგი უპასუხისმგებლო მცდელობა.

მაშინ, როდესაც რეგიონში შექმნილია ძალიან საშიში, არასტაბილური ვითარება - მეზობელ სახელმწიფოებს - აზერბაიჯანს და სომხეთს შორის მიმდინარეობს შეიარაღებული კონფლიქტი, ამ დროს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ხელმძღვანელობის მიმართ წამოყენებული ბრალდებები - თითქოსდა საქართველოს ტერიტორიების აზერბაიჯანისთვის უკანონოდ დათმობის გამო, გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს კომისიის არა მხოლოდ ქართულ, არამედ გარკვეულწილად აზერბაიჯანულ მხარესაც, რაც ნამდვილად არ შეეფერება რეგიონში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან - აზერბაიჯანთან ნდობის, კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების სულისკვეთებას.

მიგვაჩნია, რომ მაშინ როდესაც მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს კორონა ვირუსის პანდემია, როდესაც ვიმყოფებით უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში და ქვეყანას საკმაოდ ბევრი სხვა შიგა პრობლემა გააჩნია, ამ დროს ხელისუფლების მიერ ამომრჩევლის ყურადღების სხვა თემებზე გადატანის მიზნით აშკარად ხელოვნურად წამოწყებული ასეთი ავანტურისტული ქმედებები ყოვლად დაუშვებელია და აჩენს ძალიან არასასურველ დამატებით რისკებს როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ასევე ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო გახლეჩვის და ანტაგონიზმის გამწვავების თვალსაზრისით; ხოლო სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება კონკურენტებთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით, ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს და პრაქტიკულად გამორიცხავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებსითვის მეტ-ნაკლებად ნორმალური კონკურენციის თეორიულ შესაძლებლობასაც კი.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეწყვიტოს სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება პოლიტიკურად მოტივირებული მიზნით. შეწყვიტოს ღრმა ისტორიაში ქექვა დაუსაბუთებელი - ხელოვნურად შეთითხნილი ბრალდებების ფაბრიკაციის მიზნით, დაუყონებლივ გაანთავისუფლოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის დაკავებული წევრები და ქვეყანაში უზრუნველყოს ნორმალური საარჩევნო გარემოს შექმნა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42