„როგორც პასუხისმგებლიანი და კვალიფიციური პოლიტიკური პარტია, დღესაც არ ვერთვებით ჯიგრულ და არაკვალიფიცურ დებატებში და ვთავაზობთ ხელისუფლებას პრობლემების იდენტიფიკაციას და მისი გადაჭრის გზებს.
ნაცვლად ადრეული გამოვლენისა გვაქვს დაავადების დაგვიანებული გამოვლენა.
- მოუმზადებელმა და გაუმართლებლად დაბალმა ლაბორატორიულმა მოცულობამ, 10000 ანალიზზე გაიჭედა ლაბორატორიული სისტემა ქვეყანაში, გამოიწვია პასუხების დაგვიანება და ინფიცირებულთათვის ინფორმაციის დროული მიუწოდებლობა. ამან შეუწყო ხელი ინფექციის გავრცელებას. რამდენი შეიძ₾ება დასნებოვნდეს 100 მცდარი პასუხით, ეს კალკულატორის გარეშეც დაითვლება.
- პირველადი ჯანდაცვისთვის ინფორმაციის დროულმა და ადექვატურმა მიუწოდებლობამ განაპირობა დაბნეულობა პაციენტებში და კოლეგებში, რამაც ასევე ხელი შეუწყო ინფექციის გავრცელებას.
გამოსავალი
- გასატესტი ჯგუფების დროული იდენტიფიკაცია და უწყვეტობა.
- ლაბორატორიების ტექნიკური რესურსის გაზრდა
- ადამიანური რესურსის მობილიზაცია
- პირველადი ჯანდაცვის რგოლის უწყვეტი წრთვნა და ტექნიკური მხარდაჭერა
ნაცვლად დროული სამედიცინო მომსახურებისა, გვაქვს დაგვიანებული სამედიცინო მომსახურება
პაციენტთა ნაკადის გაუმართლებელმა სეგმენტაციამ, დაყოფილმა და ჰიბრიდულმა(სუფთა და ინფიცირებული პაციენტები ერთ სივრცეში) ჰოსპიტალურმა სისტემამ, შეამცირა დროული ხელმისაწვდომობა ადექვატურ სამედიცინო დახამრებაზე.
დღეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას მხოლოდ 18 საწოლი აქვს გამოყოფილი covid პაციენტებისთვის.
ამან კატასტროფულად გაზარდა სიკვდილობა ქვეყანაში.
ბ-ნ პრემიერო, რა სამედიცინო აუცილებლობით იყო განპირობებული 79 წლის მძიმე პაციენტის გადაყვანა ბათუმიდან ქუთაისში. რა სპეციფიური დახმარება მიიღო პაციენტმა იქ, რასაც ვერ მიიღებდა ბათუმის კლინიკებში.
პაციენტების რეფერალის ძირითად პრინციპებს პირველ კურსელი რეზიდენტები სწავლობენ, მათ შორის წიგნებიდან.
გამოსავალი
ისევე როგორც გაზაფხულზე:
- რეგიონალურ ცენტრებში, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, გორი, თბილისი, რუსთავი მძიმე და კრიტიკული პაციენტების კონცენტრაცია კარგად აღჭურვილ, ლიცენზირებულ საავადმყოფოებში.
ეს თავიდან აგვაცილებს ინფექციის მეტ გავრცელებას და მოგვცემს რესურსების მეტად ეფექტურად გამოყენების საშუალებას. საბოლოო ჯამში ეს გადაარჩენს მეტ პაციენტს.
- დღეს მაინც, დიდი დაგვიანებით მართვის შეიქმნა მართვის ერთიანი ცენტრის შექმნა და მოხდეს თანმიმდევრული მითითებების გაცემა.
- პირველად ჯანდაცვაში არსებული რეგუალციების იმპლემენტაცია.
ნაცვლად მოქალაქეების სწრაფი დაბრუნებისა გვაქვს დაგვიანებული დაბრუნება ეკონომიკურ ცხოვრებაში
- გამოჯანმრთელების კრიტერიუმები შეიცვალა მხოლოდ აფეთქების პიკზე. მანამდე არ იყო ჩატარებული არავითარი სამუშაო ამ მიმართულებით.
- დღესაც სამედიცინო და საკარანტინო დაწესებულებები არ არიან სრულად ინფორმირებული ამ კრიტერიუმების შესახებ.
გამოსავალი
- გამოჯანმრთელების კრიტერიუმების ნათლად გაწერა და მყარი არგუმენტების გარეშე მისი ყოველკვირეული ცვლილებების არ დაშვება.
- იზოლაციის წესების დახვეწა, ადექვატური დანერგვა და მეთვალყურეობა.
მოვუწოდებთ მთავრობას საჯარო გახადოს 48მლნ ლარის ხარჯვის გეგმა და გაიაროს კონსულტაციები პროფესიულ ჯგუფებთან.
ასევე მოვუწოდებთ ხელისუფლებას დაასრულოს კონფრონტაცია სამედიცინო სექტორთან, გადადოს გვერდზე ამბიციები და შიდა პარტიული ინტრიგები და თავდაუზოგავად ვიშრომოთ პაციენტების გადასარჩენად.
ისევე როგორც პანდემიის დასაწყისში ნებისმიერი ფორმით - ფიზიკური, ინტელექტუალური რესურსით - მზად ვართ ხელი შევუწყოთ სახელმწიფოს მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაში.
დრო ცოტაა, ფასი ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლეა.“ -აცხადებს კალოიანი
მასალის გამოყენების პირობები






