წყალტუბო ოცნების აღვირახსნილი კორუფციის სიმბოლოა და მას გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება - კანდელაკი
პოლიტიკა - 11:04, 08 Oct, 2020     944
ევროპული საქართველო საქართველოს გენერალურ პროკურატურას წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე წლის 3 სექტემბერს საჯარო სკოლებში სანიტარული კვანძების მოსაწყობად ერთ პირთან მოლაპარაკების გზით 1,122,256 ლარის გამარტივებულ შესყიდვაში კორუფციის საფუძვლიანი ეჭვის გამო გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდებს, ამის შესახებ ქუთაისში, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის წევრმა გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

„პანდემიის დაწყებიდან სწავლის დაწყებამდე მთავრობას სკოლის ჰიგიენური კვანძების მოსაწყობად ხუთ თვეზე მეტი ქონდა. მიუხედავად ამისა, წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა მთელი ეს თვეები ტენდერი არ გამოაცხადა და როცა სწავლის დაწყებამდე მხოლოდ დღეები რჩებოდა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ პირებს პირდაპირი შესყიდვის გზით ამ რეგიონისთვის კოლოსალური თანხა მიაკუთვნა.

კერძოდ, „ფლანგვის დეტექტორის“ ახალი კვლევის თანახმად, 2020 წლის 3 სექტემბერს, სველი წერტილების მოსაწყობად, ხელისუფლებასთან დაახლოებულმა კომპანიებმა 1,122,256 ლარი უტენდეროდ მიიღეს. 9-დან 8 კომპანიას წარსულში პრაქტიკულად არც ერთ ტენდერში არ ქონდა მონაწილეობა მიღებული. მეტიც, შპს “არია გრუპს” წარსულში საერთოდ არანაირი აქტივობა არ უფიქსირდება, არათუ ტენდერში მონაწილეობა. მიუხედავად ამისა, 3 სექტემბერს წყალტუბომ მას 220,760 ლარი უტენდეროდ მისცა.

მმართველი პარტიის მხარდამჭერმა ინდ. მეწარმე აკაკი რობაქიძემ, რომელსაც ასევე არცერთ სახელმწიფო ტენდერში არ მიუღია მონაწილეობა ყოველგვარი კონკურსის გარეშე 119,600 ლარი მიიღო.

ბუნებრივად ისმის კითხვა: მაშინ როცა სკოლების სანიტარული კვანძების გამართულად მუშაობის მნიშვნელობა პანდემიასთან ბრძოლაში ყველასთვის გასაგებია და მაშინ როცა ყველამ იცოდა რომ შემოდგომაზე ვირუსის მეორე ტალღა გარდაუვალი იყო, რატომ არ ჩაატარა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა ტენდერი? პასუხი ნათელია - ქართული ოცნების აღვირახსნილი კორუფცია რაც 31 ოქტომბერს გარდამტეხი ცვლილებებით უნდა დასრულდეს.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ქართული ოცნების კორუფციისა და ჩაფლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ნაცვლად იმისა რომ წყალტუბო საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მოტორი გამხდარიყო, როგორც ეს აკაკი ბობოხიძის ინიციატივით დაწყებული პროექტებით იყო გათვალისწინებული, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სიღარიბის ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია“ - განაცხადა კანდელაკმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42