2x2=4 - მუქარა თუ გაფრთხილება საქართველოს ელჩებს - მედეა მეტრეველი
პოლიტიკა - 10:38, 08 Oct, 2020     655
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი მედეა მეტრეველი საჯარო მოხელეების მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს, და ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემცველ გზავნილებს ეხმაურება.
მედეა მეტრეველის თქმით, დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მისამართით გაკეთებული შეფასებები მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულ ადამიანებზე ზეწოლას და დაშინებას.
“საჯარო სამსახურში მუშაობენ პროფესიონალი და ღირსეული ადამიანები და დღეს მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ. დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ჩემთვის სწორედ ასეთი მაღალი კატეგორიის საჯარო მოხელეა და მეამაყება, რომ ასეთი ელჩი ჰყავს საქართველოს ევროპაში. გიგის მხარდამჭერმა პოსტმა, თავის კოლეგის ივერი მელაშვილის დაპატიმრებასთან დაკავშირებით, ოცნების ხელისუფლების მონური მორჩილებით გამორჩეული ვაი ექსპერტების წყრომა დაიმსახურა. გია აბაშიძის შეფასება, რომლითაც ის გიგის განცხადებას გამოეხმაურა - როგორც 2x2=4-ო ასეთი ნაბიჯების გამო თანამდებობებს ტოვებენო - სხვა არაფერია თუ არა ღია მუქარა არა მხოლოდ გიგის, არამედ ყველა საჯარო მოხელის მიმართ, რომლებიც საკუთარი აზრის და კოლეგის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის გამო შესაძლოა „დაისაჯოს“. ეს არის ზეწოლა თავისუფალ და ღირსების მქონე ადამიანებზე, სისტემის მხრიდან გაფრთხილება და მიზნად ისახავს წინასაარჩევნოდ საჯარო მოხელეების ტოტალურ დაშინებას. სოლიდარობისგან დაცლილ საზოგადოებად ვერასოდეს გვაქცევთ, ღირსებას ვერ შეგვილახავთ და ოქტომბრის თვეში დასრულდებით როგორც 2x2=4,”-აცხადებს მედეა მეტრეველი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42